ადოლფ ვიოლფლი
ადოლფ ვიოლფლი – დაიბადა 1864 წლის 29 თებერვალს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში,ქვის გადამამუშავებელი ოსტატის ოჯახში.იგი მისი მშობლების რიგით მეშვიდე შვილი გახლდათ.მიუხედავად იმისა,რომ ადოლფი პატარაობიდანვე ეწეოდა დამქანცველ ფიზიკურ შრომას,რათა ფინანსურად შეჭირვებულ ოჯახს როგორმე შეწეოდა,ალკოჰოლიკი მამის მიერ შვიდი წლის ასაკში სახლიდან იქნა გაგდებული. (ავტორი გენია.ჯი) მშობლების მიერ მისდამი გამოჩენილი ამაზრზენი და გამაოგნებელი ქმედების შემდგომ,ყველასაგან მიტოვებულმა და მოძულებულმა ვიოლფლმა სოფლის ფერმებში დამხმარედ დაიწყო მუშაობა.გარდა ამისა,გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავა მწყემსად,ხის მჭრელად და სხვა პროფესიების განხრით.უმძიმესი ხვედრის მქონე ათი წლის ადოლფი ობოლ-ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს.ცხრამეტი წლის ასაკში ერთი მიმზიდველი გარეგნონბის გოგონა შეუყვარდა,თუმცა მისდა სავალალოდ,გოგონას მშობლებმა ობოლ და მიუსაფარ ბიჭს ქალიშვილის ცოლად შერთვაზე კატეგორიული უარი განუცხადეს.ამის შემდგომ არმიაში განაგრძო სამსახური,თუმცა მის განუსაზღვრელ მწუხარებას მაინც ვერ დააღწია თავი,რამაც გენიალური შვეიცარიელი მხატვრის მომავალ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია. 25 წლის ასაკში ადოლფი საზოგადოებრივი მორალის დარღვევისათვის პოლიციამ დააკავა და ციხეში გამოკეტა.განთავისუფლებიდან ოთხი წლის გასვლის შემდგომ ექიმებმა შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და 1895 წელს იმ ვალდაუს ცნობილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადააგზავნეს,სადაც თავის დროზე მკურნალობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც იყვნენ – ფრიდრიხ გლაუზერი (შვეიცარიელი მწერალი),რობერტ ვალზერი (უდიდესი შვეიცარიელი პოეტი და პროზაიკოსი) და ვაცლავ ნიჟინსკი (პოლონური წარმომავლობის მქონე სახელოვანი რუსი ქორეოგრაფი და მოცეკვავე).საუბედუროდ,მომავალ გენიალურ მხატვარსა და არტ ბრიუტის დიდებულ ოსტატს აღნიშნულ საავადმყოფოში მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების,ანუ 35 წლის გატარება მოუწია.ფსიქიატრიულში პირველი ათი წლის განმავლობაში ყოფნის პერიოდში,ჰალუცინაციების ქვეშ მყოფი ადოლფი ერთობ აგრესიულად იქცეოდა,რის გამოც იგი სხვა პაციენტებისაგან განცალკევებით ჰყავდათ დაბინავებული.რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ კი,ყველასათვის მოულოდნელად,ვიოლფლმა გაზეთების ფურცლებზე გასაოცარი სურათების დახატვა დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) მისმა სურათებმა იმდენად მოხიბლა საავადმყოფოს ადმინისტრაცია,რომ ადოლფისათვის სპეციალური პალატაც კი გამოჰყო.იქვე დაიწყო მან თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა,რომელიც საერთო ჯამში 25 000 გვერდისაგან შედგებოდა.ეს უზარმაზარი მოცულობის მქონე წიგნი ავტორის მიერ 3 000 შესანიშნავი ილუსტრაციით იქნა დამშვენებული.მასში არა მხოლოდ ილუსტრაციები,არამედ ვიოლფლის მიერ დაწერილი ლექსები და მუსიკალური ნაწარმოებებიც კი იყო წარმოდგენილი.საყურადღებოა ისიც,რომ ადოლფმა თავის ავტობიოგრაფიაში მოყვანილი მოვლენები გამოიგონა,რადგან მისი ცხოვრების ძირითადი ნაწილი საბვშვო სახლებში,ციხესა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰქონდა გატარებული.მან აღწერა ისეთი ქალაქები და ქვეყნები,რომლებიც არც არასოდეს უნახავს და არც არასოდეს უარსებიათ.გარდა ამისა,ხატავდა ამავე ქვეყნებისა და ქალაქების ზღაპრულ სურათებს.ვიოლფლის მიერ შესრულებული რიგი სურათებისა ერთობ ჩამოჰგავდა ტიბეტურ მანდალებსა და ინდიელთა საკრალურ ნახატებს,ავსტრალიელ აბორიგენთა რიტუალურ ნიმუშებსა და აფრიკელი ხალხების მაგიურ ტატუებს. და ეს მაშინ,როდესაც მას არასოდეს არ ჰქონდა შეხება აღნიშნული ხალხის ხელოვნებასთან.ფაქტიურად,ამ შიზოფრენიით დაავადებულმა გენიალურმა კაცმა თავისი ალტერნატიული მხედველობით შექმნა – ალტერნატიული სამყარო,რომელმაც ხელოვანები აღტაცებაში მოიყვანა.
ფართო პუბლიკას ადოლფის შემოქმედება დიდმა შვეიცარიელმა ფსიქიატრმა – ვალტერ მონგელტალერმა გააცნო და იმთავითვე აქცია ვიოლფლი არტ ბრიუტის დიდებულ ოსტატად.ცხოვრებისაგან განაწამები – ადოლფ ვიოლფლი გარდაიცვალა 1930 წლის 6 ნოემბერს ვალდაუს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. (ავტორი გენია.ჯი)