რობერტ გაბრიელ მუგაბე – “ეპიზოდი”
90 წლის ასაკში მყოფმა ზიმბაბვეს რესპუბლიკის ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმულმა პრეზიდენტმა და დიქტატორმა – რობერტ გაბრიელ მუგაბემ,მას შემდეგ,რაც ეთიოპიიდან სამშობლოში დაბრუნდა,ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეს აეროპორტიდან თანამოქალაქეებს სიტყვით მიმართა.როდესაც მიმართვა დაასრულა,მუგაბე მისთვის სპეციალურად დამონტაჟებული კვარცხლბეკიდან ჩამოსვლისას ჟურნალისტების თვალწინ მეტად უხერხულად წაიქცა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტი კი რაღა თქმა უნდა უამრავმა ჟურნალისტმა დააფიქსირა თავიანთი ფოტოაპარატითა თუ კამერით.თუმცა პრეზიდენტის დაცვამ ჟურნალისტებისაგან კატეგორიულად მოითხოვა მუგაბეს “დამამცირებელი” ფირების წაშლა (მიუხედავად ამისა,მუგაბეს წაქცევის მომენტი მაინც იქნა გავრცელებული მსოფლიო პრესაში).საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ რობერტის წაქცევასთან დაკავშირებით ზიმბაბვეს მთავრობამ შექმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია,რომლის “ძიების” შედეგადაც დადგენილი იქნა,რომ ქვეყნის პრეზიდენტის წაქცევაში ბრალი მისივე დაცვის 27 თანამშრომელს მიუძღოდა.ამიტომ ისინი სასწრაფო წესით იქნენ დათხოვნილი სამსახურიდან.მალევე,ზიმბაბვეს რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის შესახებ ტელევიზიით გააკეთა მეტად უცნაური შინაარსის მქონე სპეციალური განცხადება,სადაც აღნიშნა,რომ იმ ადგილას,სადაც რობერტ მუგაბე წაიქცა – თვით იესო ქრისტეც კი წაიქცეოდაო. (ავტორი გენია.ჯი)