თეოდორ რუზველტი – “ეპიზოდი”
1912 წლის 14 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში ვისკონსინის შტატში განთავსებულ ქალაქ მილუოკს “პროგრესული პარტიის” ფუძემდებელი და აშშ-ის ექს-პრეზიდენტი – თეოდორ რუზველტი (1858-1919 წლები) ეწვია,რომელშიც ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად თავად იღებდა მონაწილეობას. (ავტორი გენია.ჯი) სასტუმრო “ჯილპატრიკიდან” გამოსვლის შემდგომ,თეოდორი ღია ავტომობილში ჩაჯდა,რათა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში წასულიყო და წინასაარჩევნო სიტყვით გამოსულიყო ამომრჩევლების წინაშე.სწორედ ამ დროს,მისგან სამი მეტრის მოშორებით მყოფმა,ვინმე – ჯონ შრენკმა რუზველტს ერთი ტყვია დაახალა,თუმცა საბედნიეროდ,ტყვია მის გულისჯიბეში ჩადებულ სათვალის ჩასადებსა და 50 სანტიმეტრის მქონე იმ ხელნაწერში გაიჭედა,რომლითაც უნდა გამოსულიყო იგი ამომრჩეველთა წინაშე.დამნაშავე ადგილზევე იქნა დაკავებული.განრისხებულმა ხალხმა დამნაშავის ჩაქოლვა მოინდომაა,თუმცა თეოდორმა კატეგორიულად ბრძანა: “არ შეეხოთ ამ ადამიანს!” – და იგი უცილობელი სიკვდილისაგან იხსნა.სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა რუზველტმა დადგენილი დღის განრიგი არ შეცვალა და მილუოკის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს მაინც გააცნო თავისი წინასაარჩევნო პროგრამა.თავისი გამოსვლის დასასრულს კი შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ბატონებო და ქალბატონებო,არ ვიცი,გაიგეთ თუ არა,რომ მე ეს-ესაა მესროლეს.თუმცა ლოსს ასე უბრალოდ ვერ მოკლავ (ლოსი გახლდათ “პროგრესული პარტიის” სიმბოლო).იმისათვის,რომ “პროგრესული პარტიის” წევრი მოიცილო,ერთი ტყვია საკმარისი არაა!” – (ავტორი გენია.ჯი)