მიუზლეს შესახებ…
მიუზლე (ფრანგული სიტყვაა და აღნიშნავს – ”ალიკაპის დაყენებას”) – წარმოადგენს მავთულს,რომელიც აკავებს ცქრიალა და შუშხუნა ღვინოების,ანუ შამპანურის ბოთლის საცობს. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანახმად,პირველად მიუზლე გამოგონებული იქნა დღეისათვის ესოდენ პოპულარული ფრანგული შამპანურის მწარმოებელი კომპანიის – “კლიკოს ქვრივის” ხელმძღვანელის – ჟოზეფინა კლიკოს მიერ (თავად შამპანურის გამოგონებას ფრანგ ბენედიქტელ სასულიერო პირს – დომ პიერ პერინიონს მიაწერენ,რომელსაც შუშხუნა შამპანურის პირველად გასინვის შემდგომ უთქვამს: “იჩქარე,მე ვარსკვლავებს ვსვამ!”).ამავე ლეგენდის თანახმად,ჟოზეფინამ პირველი მიუზლე თავისივე კორსაჟის მავთულისაგან დაამზადა.თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოება,რომ ეს უფრო მითს ჩამოჰგავს,რადგან პირველი მიუზლეები არა მავთულისაგან,არამედ წვრილი თოკებისაგან მზადდებოდა.მავთულისაგან დამზადებული მიუზლეს გამოგონებაზე პირველი პატენტი გაცემული იქნა 1844 წლის 5 ივლისს – ადოლფ ჟაკსონზე.დღეისათვის,მიუზლეს მავთულის საერთო სიგრძე 50-დან 60 სანტიმეტრამდე მერყეობს (მათი სიგრძე დამოკიდებულია დამზადების ტექნოლოგიაზე). (ავტორი გენია.ჯი)
წვრილი თოკისაგან დამზადებული მიუზლე
ჟოზეფინა კლიკო