ამონარიდი ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი საგაზეთო სტატიიდან…
“ქვეყანა ვისია? ყოველივე ჩემიაო, – ამბობს ოქრო.ყოველივე ჩემიაო, – იძახის ხმალი… მითამ ეგრეა? არა გვგონია.ჩვენის ფიქრით,თავმოწონებულს ოქროს და გაზვიადებულს ხმალს… დავიწყებიათ,რომ ქვეყანაზე მაგათ გარდა არის კიდევ ერთი რაღაცა… მართალია,ის ერთი რაღაცა ქედმოხრილია,ჩუმი,წყნარი,უწყინარი,ტანად მრუდე,მაგრამ გულით მართალი და პირად ბრწყინვალეა.იგი ხმაამოუღებლივ,ხმაგაკმენდილი,ფეხმძიმედ დაიარება ქვეყანაზედ: არცა ჰკვეხს,არც ბაქიაობს,არც არავის ერჩის… და საქმობს თავისთავად დინჯად,აუშფოთებლად,სულ მუდამ და დაუძინებლივ,იმას რომ ერთს ბეწო ხანს ჩასთვლიმოს,არც ოქროსღა ექნება რაიმე სასყიდავი და არც ხმალს მოსატაცებელი… ეს ერთი რაღაცა გუთანია.
თუ ხალხს მშვიდობა და ბედნიერება სურს შეინარჩუნოს,ცალ ხელში ხმალი უნდა ეჭიროს და მეორეში – გუთანი.რასაკვირველია,ხმალი მაშინ არის კარგი,როცა იგი “ფარია და არა სატევარი”.
გუთანი,ქართველებო,გუთანი! და ხმალი იყოს ფარი მისი.თავი და ბოლო აქ არის,დამიჯერეთ… ქვეყანა იმისია,ვინც მიწაზედ ფეხგადგმულია და მიწას ამოქმედებს ხმლის მფარველობის ქვეშ.თითონ დიდი რომი,თითქმის მთელის ქვეყნის მპყრობელი,დაეცა,იმიტომ – რომ მარტო ხმალი ეჭირა ხელში და გუთანი კი არა”. (ავტორი გენია.ჯი)