ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდ ფრანგ მხატვარს,გრაფიკოსსა და XIX საუკუნის ევროპული აკადემიზმის საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერს – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრს (1780-1867 წლები) ერთობ სძულდა ისეთი გენიალური ფლამადელი მხატვრის ნამუშევრები,როგორიც გახლდათ - პეტერ პაულ რუბენსი. (ავტორი გენია.ჯი) ენგრს ძალიან უყვარდა პარიზში განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ ლუვრის მუზეუმში სტუმრობა და იქ დაცული შედევრების დათვალიერება.მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ,მიუხედავად ამინდისა,ასეთ შემთხვევაში მას მუზეუმში სპეციალურად და მუდმივად თან დაჰქონდა ქოლგა.ალბათ იკითხავთ,რაში სჭირდებოდა დომინიკს ლუვრში ვიზიტისას ქოლგა?! – როდესაც იგი ბაროკოს სტილის დიდებული წარმომადგენლის – რუბენსის მიერ შესრულებულ სურათს გვერდს ჩაუვლიდა,იმისათვის,რომ მისთვის ესოდენ საძულველი ხელოვანის ტილოებისათვის კვლავაც არ შეევლო თვალი,სპეციალურად ამ საქმისათვის წაღებულ ქოლგას შლიდა და ასეთი მეთოდით არიდებდა მათ თვალს. (ავტორი გენია.ჯი)
პეტერ პაულ რუბენსი