როგორ დასაჯეს სივასის ეპისკოპოსი?!
ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ მოწყობილი ამაზრზენი სადამსჯელო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს (1915-1918 წლები),ოსმალო ჯარისკაცები უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ არა მხოლოდ “ანტითურქულ შეთქმულებაში” ბრალდებულ პირებს,არამედ უბრალო სომეხ მოსახლეობასა და სომეხ სასულიერო პირებსაც. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია,რომ თურქეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ქალაქ სივასში ოსმალებმა ტყვედ აიყვანეს სივასის გრიგორიანული ეკლესიის სომეხი ეპისკოპოსი,რომელიც ძირითადად ფეხშიშველა გადაადგილდებოდა.იგი ბოძზე დააკრეს და ფეხებზე ცხენის მსგავსად – ნალები დააჭედეს.ადგილობრივი ადმინისტრაციის ოსმალმა ხელმძღვანელმა კი ამ გაუგონარი აქტის შესახებ მეტად ცინიკური განცხადება გააკეთა: “არ შეიძლება დავუშვათ,რომ ეპისკოპოსმა ფეხშიშველა იაროსო”. (ავტორი გენია.ჯი)