“კოვენტ გარდენი” – (ეპიზოდი)

დიდი იტალიელი ისტორიკოსი,თეატრის თეორიტიკოსი და მკვლევარი – პიეტრო ფერინი,რომელიც თავის მხრივ იტალიის ეროვნული გმირის – ჯუზეპე გარიბალდის უახლოესი მეგობარი გახლდათ,ერთ მეტად საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ლონდონში განთავსებული სახელოვანი “სამეფო ოპერის თეატრის”,იგივე – “კოვენტ გარდენის” შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,აღნიშნული თეატრი განთავსებულია “წმინდა პავლეს ტაძრის” საპირისპირო მხარეს.ფერინის ცნობით,ერთი პერიოდის განმავლობაში,”კოვენტ გარდენის” თეატრის ადმინისტრაცია ისეთ დონეზე გათავხედებულა,რომ “წმინდა პავლეს ტაძრის” სამრეკლო ზარებს საკუთარი თეატრალური მიზნებისთვის გამოიყენებდა.კერძოდ,”სამეფო ოპერის თეატრი” თავის თეატრალურ წარმოდგენას სპეციალურად იმ დროს იწყებდა,როდესაც “წმინდა პავლეს ტაძარში” ღვთისმსახურების აღსრულება იწყებოდა.როგორც წესი,ასეთ დროს,ტაძრის ზარები თავის მრევლს ღვთისმსახურების ცერემონიაზე დასასწრებად იწვევდა,თუმცა ზარების ხმა არა მხოლოდ მორწმუნე მრევლს უხმობდა ეკლესიაში,არამედ იგი ერთგვარ სიგნალადაც კი იქცა ლონდონელი თეატრის მოყვარულებისათვის,რადგანაც მათ კარგად უწყოდნენ,რომ “წმინდა პავლეს ტაძრის” სამრეკლო ზარების ქუხილი,ნიშანი იყო იმისა,რომ “კოვენტ გარდენში” ახალი თეატრალური წარმოდგენა იწყებოდა და ისინიც უმალვე თეატრისაკენ იღებდნენ გეზს. (ავტორი გენია.ჯი)

“კოვენტ გარდენი” (თანამედროვე სახით)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>