სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკა – “ეპიზოდი”
იტალიის დედაქალაქ რომში განთავსებული – “სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკა” - ”მარადიულ ქალაქში” არსებული ოთხი უმთავრესი “პაპის ბაზილიკიდან” (ბაზილიკებისათვის განკუთვნილი ტიტული კათოლიციზმში,რომელსაც მიაკუთვნებენ მხოლოდ იმ ტაძრებს,რომლებიც უშუალოდ რომის პაპს ექვემდებარება – სულ 12 ასეთი სახის ბაზილიკა არსებობს) ერთ-ერთი მათგანია და არა მხოლოდ მისი უნიკალური არქიტექტურით იქცევს ყურადღებას,არამედ დაარსების ისტორიითაც. (ავტორი გენია.ჯი) 352 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ ღამეს,რომის რიგით 36-ე პაპს 352-366 წლებში – ლიბერიუსსა და მდიდარ რომაელ მოქალაქეს – ჯოვანი პატრიციოს სიზმრად მარიამ ღვთისმშობელი გამოეცხადათ.წმინდა მარიამმა მათ დაავალა,იმ ადგილას,სადაც მეორე დღეს თოვლი მოვიდოდა,ეკლესია აეშენებინათ.მეორე დილით,ანუ 352 წლის 5 აგვისტოს რომაელთა გასაოცრად,რომის შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთზე – ესკვილინზე მართლაც სასწაულებრივად მოვიდა თოვლი.სწორედ ამ გასაოცარი მოვლენის შემდგომ დაიწყო”სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკის” მშენებლობა.მოგვიანებით (1377 წელს),აგებული იქნა ამ უნიკალური ბაზილიკის სამრეკლოც,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სამრეკლოა რომში.მისი მაქსიმალური სიმაღლე – 75 მეტრს შეადგენს. (ავტორი გენია.ჯი)
ლიბერიუსი (რომის პაპი)