სამყურა – “ეპიზოდი”
ავსტრალიის კონტინენტზე ევროპელებმა გარდა თხებისა,ღორებისა და ძაღლებისა (რაღა თქმა უნდა არამყეფ ძაღლს – დინგოს არ ვგულისხმობ),პარკოსანთა ოჯახის მცენარე - სამყურაც ჩაიტანეს.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნულმა მცენარემ “მწვანე კონტინენტზე” შესანიშნავად იყვავილა,მათ ბუნებაში გამრავლებას მაინც ვერცერთი მეთოდით ვერ მიაღწიეს. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ბოტანიკოსები მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ სამყურას დამტვერიანებისა და გამრავლებისათვის აუცილებელი ფუტკრისებრთა ოჯახის ბუდის მშენებელი მწერი – ბაზი,ისევ ევროპიდან შეეყვანათ ავსტრალიის კონტინენტზე.საგულისხმოა ის გარემოება,რომ ბაზის გვარის ფუტკრებმა საკმაოდ მარტივად აუღეს ალღო “მწვანე კონტინენტის” კლიმატურ პირობებს და უდიდესი წვლილიც დაიდეს სამყურას სახეობის მცენარის გამრავლებაში ამ ულამაზეს მატერიკზე. (ავტორი გენია.ჯი)
ბაზის გვარის ფუტკარი