ლონდონი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის შუა ნახევარში გაერთანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქის – ლონდონის მოსახლეობა ორჯერ მეტად გაიზარდა.შესაბამისად,ქალაქში მნიშვნელოვნადვე იმატა გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობამაც.ამას ხელი შეუწყო ლონდონში გავრცელებული ქოლერის ეპიდემიამაც,რომელსაც მხოლოდ 1848-1849 წლებში – 15 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) ლონდონში არსებულ სასაფლაოებზე ადგილები ფიზიკურად აღარ იყო დარჩენილი,რის გამოც ქალაქის ადმინისტრაცია საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.თუმცა,მალევე მოინახა გამოსავალი: კერძოდ,ლორდის – სერ რიჩარდ ბრაუნის მიერ ლონდონიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ბრუკვუდში შესყიდული იქნა მიწის ნაკვეთი,სადაც გაიხსნა კიდეც ახალი სასაფლაო,სახელწოდებით – “ლონდონის ნეკროპოლისი”… ხოლო იმის გამო,რომ ახლადგახსნილი სასაფლაოს სიშორეს სამგლოვიარო პროცესიისათვის ხელი არ შეეშალა,ლონდონის ადმინისტრაციის მიერ 1852 წელს სპეციალურად იქნა გახსნილი ახალი რკინიგზის სადგური,სახელწოდებით – “ნეკროპოლისი”,საიდანაც გამავალი მატარებლის მეშვეობით ნებისმიერ ჭირისუფალს შეეძლო თავისი მიცვალებულის გადასვენება ზემოაღნიშნულ სასაფლაოზე.ასეთი უცნაური პრაქტიკის დანერგვის წინააღმდეგ გამოვიდა ეპისკოპოსი – ჩარლზ ბლუმფილდი,მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა,რადგან ცხენების საშუალებით შორეულ მანძილზე სამგლოვიარო პროცესიის წარმართვა დიდ ფინანსურ შესაძლებლობებთან იყო დაკავშირებული.ამიტომ,გარკვეული პერიოდის მანძილზე ღარიბი ფენის ლონდონელი ჭირისუფლები მასობრივად სარგებლობდნენ ახლადგახსნილი სარკინიზო ხაზის მომსახურებით. (ავტორი გენია.ჯი)
“ლონდონის ნეკროპოლისი”