“სიკვდილის საესტაფეტო ჩხირები”
ცნობილი რუსი მწერლის,დრამატურგისა და სცენარისტის – ედუარდ რაძინსკის ცნობების თანახმად,იოსებ სტალინის მიერ წარმოებული რეპრესიების პერიოდში უამრავი სახელმწიფო მოხელე იქნა დახვრეტილი.(ავტორი გენია.ჯი) მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებიც: 1936 წლის 25 აგვისტოს დახვრეტილი იქნენ პოლიტბიუროს ცენტრალური კომიტეტის წევრები – ლევ კამენევი და გრიგორი ზინოვიევი.ის ტყვიები,რომლითაც ისინი სიცოცხლეს გამოასალმეს,თავდაპირველად იმ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრისა და თავისი ჯალათური ქმედებებით სახელგანთქმული – ჰენრიხ იაგოდას ხელში აღმოჩნდა,რომელიც პირადად ესწრებოდა ყოფილი თანამებრძოლების დახვრეტის პროცესს.თავის მხრივ,იაგოდაც ვერ გადაურჩა სტალინის მსახვრალ ხელს… 1938 წლის 15 მარტს ჰენრიხ იაგოდა ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულისათვის დახვრიტეს.მისი დახვრეტის შემდეგ,ზემოაღნიშნულ ტყვიებს იაგოდას დასახვრეტად გამოყენებული ტყვია დაემატა და ისინი შემდგომი შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის – ნიკოლაი ეჟოვის ხელში გადავიდა.თუმცა წინა სამის მსგავსად,ისიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის იქნა დახვრეტილი 1940 წლის 4 თებერვალს (არის ცნობები,რომ დახვრეტის წინ ეჟოვი “ინტერნაციონალის ჰიმნს” მღეროდა).ეჟოვის დახვრეტის შემდგომ მის პირად ნივთებში აღმოაჩინეს კამენევზე,ზინოვიევსა და იაგოდაზე ნასროლი ტყვიები,რომელთაც ედუარდ რაძინსკიმ – “სიკვდილის საესტაფეტო ჩხირები” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)
ედუარდ რაძინსკი
ლევ კამენევი
გრიგორი ზინოვიევი
ჰენრიხ იაგოდა
ნიკოლაი ეჟოვი