“წითელი ცხვირის ასოციაცია”
მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა ფუნქციების მატარებელ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მისიის მატარებელი გახლავთ 1994 წელს ცენტრალურ ევროპაში მდებარე ავსტრიის რესპუბლიკაში დაარსებული მეტად გასაოცარი სახელწოდების მქონე – “წითელი ცხვირის ასოციაცია“. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან პროფესიონალი ჯამბაზები,რომელთაც – “დოქტორი-ჯამბაზები – წითელი ცხვირები”-ს სახელით მოიხსენიებენ.საინტერესოა ის გარემოება,რომ “წითელი ცხვირის ასოციაციის” წევრთა უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს საავადმყოფოებში მწოლიარე პაციენტებისათვის დეპრესიის მოხნა.ისინი ხშირად დაიარებიან ავსტრიის ამა თუ იმ საავადმყოფოში და ყველანაირი დაშვებული მეთოდით ცდილობენ პაციენტების გამხიარულებას, და თუნდაც წუთიერად მაინც მათთვის იმ ტკივილის დავიწყებას,რასაც მათ ესა თუ ის დაავადება ანიჭებს. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,”წითელი ცხვირის ასოციაციის” მსგავსად არსებობს 1985 წელს ინგლისელი მწერლისა და კომედიური ჟანრის სცენარისტის – რიჩარდ კიორტისის მიერ დაფუძნებული – “სიცილით განტვირთვის” სახელით ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციაც,თუმცა იგი ზემოაღნიშნული ორგანიზაციისაგან განსხვავებით,ეთიოპიაში შიმშილით განაწამებ ადამიანებს ეხმარება. (ავტორი გენია.ჯი)
ლოგო ინგლისური საქველმოქმედო ორგანიზაციისა – “სიცილით განტვირთვა”