„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
1. „დედამიწაზე სამოთხის ხილვა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ყოველი ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლისთვის და ბედნიერებისთვის, არამედ სხვათა სიცოცხლისა და ბედნიერებისთვისაც დაიწყებს ზრუნვას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „სადაც ვარდებია – იქ ეკლებიცაა, – ასეთია ბედის კანონი”.
* * *
3. „იმედოვნე საუკეთესო – მოემზადე ცუდისთვის”.
* * *
4. „კომიკურობის ნიღბით შემოსილ ტრაგედიაზე ბოროტი ქვეყნად არაფერი არსებობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „ბრძენის სიტყვაც კი ცარიელი რჩება, თუ მას არავინ უსმენს”.
* * *
6. „ – როგორ მიაღწიე ასეთ სიბრძნეს?
- ისევე, როგორც სხვებმა. ძალიან რთული ცხოვრება გამოვიარე.
* * *
7. „გახსოვდეთ: ყველაზე ძვირფასი საჩუქრები პატარა ყუთით მოაქვთ”.
* * *
8. „კაცობრიობის მთელი ისტორია – სიყვარული და ძალადობაა”.
* * *
9. „ნახევრად სიმართლე ასჯერ უმჯობესია, ვიდრე უსინდისო ტყუილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „პატრიოტიზმი – საკუთარი მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებაა”.