კოლმანსკოპი – “ეპიზოდი”
1908 წელს ნამიბიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ ნამიბის უდაბნოში რკინიგზაზე მომუშავე ვინმე – ზაქარი ლევალმა სრულიად შემთხვევით სილაში მცირე ზომის ალმასები აღმოაჩინა,რომელიც შემდგომ ეროვნებით გერმანელს – ავგუსტ შტაუხს გადასცა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტის შემდგომ ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ათი კილომეტრის მოშორებით მყოფ რეგიონში,ზღვის დონიდან 1650 მეტრ სიმაღლეზე გერმანელების მიერ დაარსებული იქნა ქალაქი – კოლმანსკოპი,რომელიც იქცა კიდეც “ალმასის ციებ-ცხელების” ცენტრად.კოლმანსკოპში გარდა სახლებისა,აიგო სკოლა,საავადმყოფო,სტადიონი და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულებები.რამდენიმე ხანში ალმასის მომპოვებელი გერმანული კომპანია ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა,რადგან კომპანიაში დასაქმებული ადამიანები მცირე მოცულობის მქონე ალმასებს ყლაპავდნენ და ამ მეთოდით იპარავდნენ მათ.შესაბამისად,კომპანია დიდ ფინანსურ ზარალს იღებდა.სწორედ აღნიშნულმა ფაქტებმა განაპირობა ის,რომ ალმასის მომპოვებელი გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა აფრიკის კონტინენტზე პირველად ჩაიტანეს თავიანთივე თანამემამულის,გენიალური გერმანელი მეცნიერისა და ფიზიკოსის – ვილჰელმ კონრად რენტგენის მიერ გამოგონებული – “რენტგენის აპარატი”,რომელმაც მასზე დაკისრებულ მოვალეობას იქს-სხივების საშუალებით შესანიშნავად გაართვა თავი: მისი საშუალებით ძალიან ეფექტურად განხორციელდა კომპანიაში დასაქმებული იმ ადამიანების გამოვლენა,რომლებიც გადაყლაპვის მეშვეობით იპარავდნენ ალმასებს.
გერმანული კომპანიისდა სამწუხაროდ,ქალაქ კოლმანსკოპსა და მის შემოგარენში “ალმასების მარაგი” მალე ამოიწურა,რამაც აღნიშნული ქალაქიდან მოსახლეობის გადინება და მისი საბოლოოდ გაუკაცრიელება გამოიწვია. (ავტორი გენია.ჯი)