ადოლფ ჰიტლერის წიგნი – “ჩემი ბრძოლა” – (ეპიზოდი)
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანთროპისა და ნაცისტური გერმანიის ფიურერის – ადოლს ჰიტლერის (1889-1945 წლები) მიერ დაწერილი ანტისემიტური და ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიით გაჯერებული წიგნის – “ჩემი ბრძოლის” პირველი ტომი გამოქვეყნებული იქნა 1925 18 ივნისს,ხოლო მეორე ტომი,სახელწოდებით – “ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა” კი 1926 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ეს ამაზრზენი იდეებით აღსავსე წიგნი პირველად გამოსცა ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის პარტიულმა მოღვაწემ და შემდგომში ვერმახტის ჯარების ობერგრუპენფიურერმა (გენერალმა) – მაქს ამანმა.საგულისხმოა ის გარემოება,რომ ჰიტლერმა ლანდსბერგის ციხეში ყოფნის პერიოდში თავად კი არ დაწერა იგი,არამედ კარნახის საშუალებით დააწერინა თავის თანამესაკნესა და პირადი დაცვის წევრს – ემილ მორისს,რომელიც მოგვიანებით ფიურერის პირადი მძღოლი გახდა.წიგნის გაგრძელება კი (1924 წლის ივლისში) ასევე კარნახით იქნა დაწერილი – რუდოლფ ჰესის მიერ (ჰიტლერის მოადგილე 1933-1939 წლებში).როგორც ინგლისური გამომცემლობა – “ჰერსტ ენდ ბლეკეტი” ირწმუნებოდა,აღნიშნული წიგნის მეორე ტომის გაყიდვიდან შემოსული თანხების დიდი ნაწილი – “წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის” ანგარიშზე გადაირიცხა…
1928 წელს ჰიტლერის მიერ დაწერილი იქნა “ჩემი ბრძოლის” გაგრძელება,რომესაც – “მეორე წიგნი” ეწოდა,თუმცა იგი ადოლფის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა (წიგნის პირველი ვერსია გერმანულ ენაზე მეკობრული გზით იქნა გამოცემული 1961 წელს,ხოლო ინგლისურ ენაზე კი ამავე მეთოდით – 1962 წელს).
ქრისტიანთა წმინდა წიგნის – “ბიბლიის” შემდეგ,არც ერთ წიგნს არ ღირსებია გერმანიაში ისეთი დიდი ტირაჟით გაყიდვა,როგორც კაცთმოძულე ადოლფ ჰიტლერის “ჩემ ბრძოლას”.ნაცისტების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში,გერმანიაში თითქმის არ არსებობდა ოჯახი,სადაც ყველაზე საჩვენებელ და ყველაზე საპატიო ადგილას არ ყოფილიყო წარმოდგენილი მათი ფიურერის მიერ შექმნილი წიგნი.თუმცა,უნდა ითქვას,რომ საღად მოაზროვნე გერმანელებისათვის ეს არა მათი სურვილით იყო განპირობებული,არამედ ქვეყანაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური დიქტატურით. (ავტორი გენია.ჯი)
“უკვდავი” შოთა რუსთაველის გენიალურ ქმნილებასთან – “ვეფხისტყაოსანთან” რა მოსატანია,მაგრამ მაინც უნდა ავღნიშნოთ,რომ გერმანელები ქართველთა მსგავსად,წყვილს დაოჯახების დროს მათი ერისათვის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს ჩუქნიდა.თუმცა,ქართველთაგან განსხვავებით,რომლებიც შოთა რუსთაველის მიერ დაწერილ სიყვარულის,მეგობრობისა და მაღალი იდეალების ჰიმნად აღიარებულ შედევრს – “ვეფხისტყაოსანს” ახლადდაქორწინებულ წყვილებს უძღვნიდა,გერმანელები ახლადშეუღლებულებს ანტისემიტური,ანტიადამიანური და ფაშისტური იდეოლოგიით აღსავსე წიგნს - “ჩემ ბრძოლას” გადასცემდნენ.გარდა ამისა,ჰიტლერის წიგნით საჩუქრდებოდა ყველა ის გერმანელი,რომელიც სკოლას ასრულებდა.მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისათვის,ადოლფის წიგნის 6 მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული,რამაც იგი ფაქტიურ “მილიონერად” აქცია.თავის დროზე,წიგნების საერთო რაოდენობის გაყიდული მაჩვენებლებით მან ისეთი გენიალური გერმანელი ლიტერატორები,დრამატურგები და ფილოსოფოსებიც კი ჩამოიტოვა უკან,როგორებიც გახლდნენ – გოეთე,ბრეხტი,შილერი,ჰაინე,ლაისტი,ჰაიზე და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)
ადოლფ ჰიტლერის წიგნის გამოცემა იმთავითვე აიკრძალა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში,მათ შორის საბჭოთა კავშირშიც.თუმცა უნდა ავღნიშნოთ,რომ ასეთი სახის “ტაბუ” – “წითელ იმპერიაში” მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მოქალაქეებს შეეხო,რადგან დადასტურებული ფაქტია,რომ 1930-იან წლებში “ჩემი ბრძოლა” სპეციალურად და მეტად გასაიდუმლოებულად იქნა თარგმნილი საბჭოთა პარტიული ხელისუფლებისა და სამხედრო ელიტის წარმომადგენელთათვის. (ავტორი გენია.ჯი)
მაქს ამანი
ემილ მორისი
რუდოლფ ჰესი