ერნან კორტესი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კონკისტადორი,აცტეკთა იმპერიის დამსამარებელი და მექსიკის დამპყრობელი – ერნანდო კორტეს დე მონრიო ი პისარო ალტამირანო (1485-1547 წლები) ძალიან გაოცდა,როდესაც მან ერთ-ერთი აცტეკი ბელადის ხელში რკინისაგან დამზადებული დანა იხილა,რადგან,მას ვერ წარმოედგინა,რომ “ველური აცტეკები” ფლობდნენ დედამიწის ქერქში ალუმინის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ლითონის გადამუშავების მეთოდს. (ავტორი გენია.ჯი) კორტესმა ბელადს ჰკითხა,თუ საიდან ჰქონდა მას აღნიშნული მეტალისაგან დამზადებული დანა.პასუხად კი ინდიელმა ხელი ცისკენ გაიშვირა.ამ უცნაურმა პასუხმა კონკისტადორის ინტერესი ვერ დააკმაყოფილა,რადგან ვერაფრით მიხვდა,რას მიანიშნებდა ინდიელის ცისაკენ გაშვერილი ხელი.საბოლოო ჯამში,კორტესს ბელადმა აუხსნა,რომ ცისკენ იმიტომ გაიშვირა ხელი,რომ აცტეკები რკინის დანებს მხოლოდ და მხოლოდ ციდან ჩამოვარდნილი კოსმოსური წარმოშობის სხეულისგან – მეტეორებისაგან ამზადებდნენ.ცნობისათვის,რიგი მეტეორებისა დიდი რაოდენობით შეიცავს როგორც რკინას,ასევე ნიკელს. (ავტორი გენია.ჯი)