ჯეიმზ კლარკ მაქსველი – “ეპიზოდი”

გენიალური შოტლანდიელი ფიზიკოსის,მათამატიკოსის,მექანიკოსისა და “მაქსველის განტოლებების” ავტორის – ჯეიმზ კლარკ მაქსველის (1831-1879 წლები) სახლში ერთობ საპატიო ადგილას დიდი ხნის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ტრადიციული მუსიკალური ჩასაბერი საკრავი – “გუდასტვირი”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,შოტლანდიელთათვის აღნიშნული მუსიკალური საკრავი მთავარ ეროვნულ მუსიკალურ ინსტრუმენტად განიხილება და შესაბამისად,არც გასაკვირი მოვლენა გახლდათ შოტლანდიელი მეცნიერის სახლში მრავალი წლის განმავლობაში დაცული გუდასტვირის არსებობა.თუმცა მაქსველის სახლში საპატიო ადგილას დავანებულ გუდასტვირს აბსოლუტურად სხვა დანიშნულება გააჩნდა მათი ოჯახისათვის.კერძოდ,ჯეიმზის ბაბუა (მამის – ჯონ-კლარკ მაქსველის მხრიდან),როგორც ჭეშმარიტი შოტლანდიელი,მუდმივად თან დაატარებდა “გუდასტვირს”.ერთ-ერთი შორეული მოგზაურობიდან დაბრუნების ჟამს,იმ გემმა,რომლის ბორტზეც ჯეიმზის ბაბუაც იმყოფებოდა,კატასტროფა განიცადა და ზღვაში ჩაიძირა.ერთადერთი,რამაც იგი სასწაულებრივად იხსნა უცილობელი დაღუპვისაგან,სწორედ “გუდასტვირი” გახლდათ.ალბათ,ყველას მოგვეხსენება,რომ ეს არაჩვეულებრივი მუსიკალური ინსტრუმენტი შედგება თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის – გუდისა და სტვირისაგან.მისი დაკვრის შემთხვევაში გუდასტვირის ტყავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰაერით ივსება და შესაბამისად,იბერება კიდეც.ამიტომ,გუდასტვირმა ჯეიმზის ბაბუას “სამშველო რგოლის” ფუნქცია გაუწია და მისი სიცოცხლე იხსნა.მას შემდეგ აღნიშნული გუდასტვირი მაქსველების ოჯახის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიქვიად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)

გუდასტვირი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>