უილიამ შექსპირი – “სონეტი LI”

თუმც მიჩანჩალებს ჩემი ცხენი,არ ვსაყვედურობ,

აღარ სჭირდება ჩემს ბედაურს ფრთებად ქარები,

იცის არსაით მივიჩქარი საუბედუროდ.

შენგან მივდივარ,შენსკენ ხომ არ მოვეჩქარები?!

* * *

დაბრუნებისას მომინდება ლაღი ჭენება,

ალბათ,ვინატრებ ქარიშხალმა რომ დაუბეროს,

მაშინ შურდულიც,ალბათ,ზანტად მომეჩვენება

და მომინდება ცეცხლოვანი რაში უბელო.

* * *

თუმცა ჩემს სურვილს ვერ გაასწროს თვითონ პეგასმა,

ჩემი სურვილი,ვიცი,გზაში არ დამაყოვნებს,

თუკი სიყვარულს უფრთამალეს რაშად შევკაზმავ,

მე ჩემი ცხენის ჯალაგობაც არ დამაღონებს.

* * *

თუ ფეხს ითრევდა,როს ვტოვებდი ძვირფას მეგობარს,

ახლაც აიროს,მე ტრფიალის ფრთებიც მეყოფა.

კომენტარის დატოვება