ისლანდია – “ეპიზოდი”

რამდენიმე ხნის წინ,ატლანტის ოკეანეში შუა ატლანტიკურ ქედზე არსებული კუნძულოვანი ქვეყნის – ისლანდიის რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა,რომ ქვეყნის პრეზიდენტის ქალაქგარე რეზიდენციიდან რეიკიავიკამდე ახალი გზა გაეყვანა. (ავტორი გენია.ჯი) მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ისლანდიელ ეკოლოგებში განსაკუთრებული უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი გახდა,რადგან ისინი მიიჩნევდნენ,რომ ახალი გზის გაყვანა უდიდეს ზიანს მიაყენებდა ელფების (სკანდინავიური,გერმანული და კელტური ფოკლორის ზღაპრული ხალხი) ათასწლოვან კულტურას.ისლანდიელმა ეკოლოგებმა ისლანდიის უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს სარჩელი,სადაც ახალი გზის მშენებლობის დაბლოკვას მოითხოვდნენ.”ყინულოვანი ქვეყნის” (ასე მოიხსენიებენ – ისლანდიას) უმაღლესმა სასამართლომ იმსჯელა ეკოლოგების სარჩელზე და მათი მოთხოვნა სრულიად დააკმაყოფილა: შეწყვეტილი იქნა პრეზიდენტის ქალაქგარე რეზიდენციიდან რეიკიავიკამდე ახალი გზის გაყვანის სამუშაოები…

მალევე ისლანდიურმა სასამართლომ თავისივე განაჩენის შესახებ განმარტების გაკეთებისას ხაზი გაუსვა ერთ საინტერესო გარემოებას: საქმეზე ჩატარებული მოკვლევის პროცესში რეიკიავიკის უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი მასალებიდან გაირკვა,რომ ქვეყნის მოსახლეობის 62 %-ს ელფების არსებობა ნამდვილად სჯერა.ამიტომ სასამართლომ გაითვალისწინა და პატივი სცა ისლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობის შეხედულებას. (ავტორი გენია.ჯი)

ელფები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>