ევოკაცია – “ეპიზოდი”
ძველი რომის იმპერიის ზეობის პერიოდში,რომაელები სხვადასხვა ხალხებთან ბრძოლის დროს ხშირად ასრულებდნენ ეგრეთ წოდებულ – “ევოკაციის” რელიგიურ რიტუალებს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის, – “ევოკაცია” წარმოადგენდა რელიგიურ წეს-ჩვეულებას,რომელიც დაფუძნებული გახლდათ მოწინააღმდეგეთა ღმერთების შელოცვაზე.შესაბამისად,იგი არ უნდა აგვერიოს ამავე სახელწოდების მქონე ბიოლოგიურ-სამედიცინო ტერმინში.
“ევოკაციის” რელიგიური რიტუალის აღსრულების დროს,ძველი რომაელები თავიანთი მტრების ღმერთებს მიმართავდნენ წინადადებით: მიეტოვებინათ რომაელთა მოწინააღმდეგე ხალხები და მათ მხარეზე გადასულიყვნენ.თუკი ისინი მათ წინადადებას მიიღებდნენ,ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავზე იღებდნენ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას მათთვის განკუთვნილი ყველა საჭირო რელიგიური რიტუალის აღსრულებისა. (ავტორი გენია.ჯი)