მაჰანტ ამარ ბჰარტი ჯი – “ეპიზოდი”
ინდის ცივილიზაციიდან სათავეაღებული – ინდუიზმის არსებობის ისტორიაში,აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობის მატარებელმა უამრავმა მორწმუნემ შეგნებულად განაცხადა უარი ცხოვრებისაგან მინიჭებულ ყველა კეთილდღეობასა თუ პრივილეგიაზე. (ავტორი გენია.ჯი) ისინი თავიანთი რწმენის დამტკიცებასა და დემონსტრირებას მრავალი უცნაური და ზოგ შემთხვევაში – გამაოგნებელი ქმედებებითაც კი ცდილობდნენ და ცდილობენ დღესაც.მაგალითად,ინდოეთის დედაქალაქ დელიში მაცხოვრებელმა ინდუიზმის მიმდევარმა ხანდაზმულმა მამაკაცმა - მაჰანტ ამარ ბჰარტი ჯიმ,მას შემდეგ,რაც 1973 წელს ასწია ზემოთ მარჯვენა ხელი,უკვე 43 წელი გადის და ქვემოთ აღარ ჩამოუწევია.როგორც თავად ირწმუნება,თავდაპირველად ასეთი გამაოგნებელი მეთოდით ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად ექცა.საშინლად ტკიოდა ხელიც,რომელმაც ატროფირებაც კი განიცადა.თუმცა დროის გასვლასთან ერთად ტკივილებიც დაუცხრა და ასეთ მდგომარეობასაც შეეგუა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მაჰანტს უამრავი მიმდევარი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდა,რომლებიც აღმერთებენ თავიანთ კუმირს.საგულისხმოა ისიც,რომ ინდუიზმის რამდენიმე მიმდევარმა იმავე ხელაწეული მეთოდით დაიწყო ცხოვრება,როგორც ეს თავის დროზე დაიწყო მაჰანტი ამარ ბჰარტი ჯიმ. (ავტორი გენია.ჯი)