იოჰან გუტენბერგი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი გენიალური გერმანელი გამომგონებელი და ევროპის პირველი მესტამბე – იოჰან გენსფლიაიშ ცურ ლადენ ცუმ გუტენბერგი (დაახლოებით 1397-1468 წლები) არა მხოლოდ ცალკეულ ასონიშანთა ლიტერებისა და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალის გამომგონებელი გახლდათ,არამედ მის სახელთანვე ასოცირდება ისეთი ოპტიკური ხელსაწყოს გამოგონება,როგორიცაა – “პერისკოპი” (ბერძნული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “ირგვლივ ვიხედები”). (ავტორი გენია.ჯი) პერისკოპი წარმოადგენს დაფარული ადგილიდან დასაკვირვებელ ოპტიკურ ხელსაწყოს,რომელსაც დღესდღეობით მასიურად გამოიყენებენ წყალქვეშა ნავებში,ტანკებსა და სხვა სამხედრო ტექნიკებში.თუმცა,გუტენბერგის მიზანი პერისკოპის შექმნისა სულაც არ გახლდათ ის,რომ იგი სამხედრო დანიშნულებისათვის გამოეყენებინათ.იოჰანის სურვილი იყო,რომ 1430-იან წლებში გამოგონებული პერისკოპის გამოყენებით პილიგრიმებს საშუალება მისცემოდათ გერმანიის ქალაქ აახენში გასამართ ტრადიციულ რელიგიურ ფესტივალზე ხალხის უზარმაზარი მასის თავებს ზემოდან ედევნებინათ თვალი მიმდინარე მოვლენებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) პირველი,ვინც პერისკოპის,როგორც სამხედრო დანიშნულებისამებრ გამოყენების იდეით გამოვიდა,გახლდათ ცნობილი პოლონელი ასტრონომი და კონსტრუქტორი – იოჰანეს ჰეველიუსი (1611-1687 წლები).პირველად პერისკოპი წყალქვეშა ნავზე დამონტაჟებული იქნა აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდში (1861-1865 წლები) ამერიკელი თომას ჰ. დოუტის მიერ.მას შემდგომ პერისკოპები მასიურად გამოიყენებოდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში.იოჰან გუტენბერგის მიერ გამოგონებული პერისკოპი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა და დღესდღეობით აღნიშნული ოპტიკური ხელსაწყოს გარეშე წარმოუდგენელია სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკის არსებობა. (ავტორი გენია.ჯი)
იოჰანეს ჰეველიუსი