“უსაფრთხო კუბო”

XVIII საუკუნის დასასრულს ევროპის რიგ ქვეყნებში იძულებული გახდნენ გამოეგონებინათ ისეთი მექანიზმის მქონე “უსაფრთხო კუბოები”,რომლებიც ცოცხალი ადამიანების შედომით დამარხვის შემთხვევაში უნებური მსხვერპლის გადარჩენას უზრუნველყოფდა. (ავტორი გენია.ჯი) ესოდენ უცნაური და უჩვეულო გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო,რომ მედიცინას იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არ გააჩნდა საკმარისად ზუსტი მეთოდები ადამიანის გარდაცვალების დაფიქსირებისა,რის გამოც XVIII – XIX საუკუნეებში ერთობ გახშირდა “ლეთარგიული ძილის”,ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ – “საღათას ძილის” ქვეშ მყოფი ცოცხალი ადამიანების დაკრძალვა.”უსაფრთხო კუბოს” კონსტრუქციას გააჩნდა სპეციალური მილი,რომელიც მასში ჟანგბადის შესვლას უზრუნველყოფდა.გარდა ამისა,დაკრძალულ ადამიანს ხელში უდებდნენ თოკს,რომელიც დაკავშირებული იყო საფლავის ზემოთ დამონტაჟებულ იმ კონსტრუქციაზე,სადაც მცირე მოცულობის მქონე ზარი იყო განთავსებული.იმ შემთხვევაში,თუკი უნებური მსხვერპლი “ლეთარგიული ძილიდან” გამოვიდოდა,მას საშუალება ეძლეოდა ამის შესახებ ზარის მეშვეობით მიეცა სიგნალი ხალხისათვის.საყურადღებოა ისიც,რომ “უსაფრთხო კუბო” არა მხოლოდ ევროპაში იქნა დაპატენტებული,არამედ ამერიკაშიც.ასეთი სახის კუბოების წარმოება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 1934 წლამდე მიმდინარეობდა.მედიცინის განვითარებასთან ერთად,შესაძლებელი იქნა “ლეთარგიული ძილის” სამედიცინო შესწავლა და შესაბამისად,ცოცხალი ადამიანების შეცდომით დაკრძალვის ფაქტებმაც საგრძნობლად იკლო. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>