რა მეთოდით გააძევა ქვეყნიდან მარიანო მელგარეხომ ინგლისის ელჩი?!
სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში მდებარე – ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს პრეზიდენტის პოსტი 1864 წელს დაიკავა კოჩაბამბაში დაბადებულმა ბოლივიელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ – მანუელ მარიანო მელგარეხო ვალენსიამ (1820-1871 წლები).ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,მისი მმართველობის პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად იქცა ბოლივიის ისტორიაში,რადგან,როგორც კი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულმა დიქტატორმა პოზიციები გაიმყარა,უმალვე მიმართა მასობრივ რეპრესიებს. (ავტორი გენია.ჯი) მელგარეხომ სრულიად გაანადგურა ბოლივიაში არსებული ოპოზიციური ძალები.გარდა ამისა,მნიშვნელოვნად შეზღუდა ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ტრადიციული უფლებები.არის ცნობები იმის შესახებაც,რომ პირადად მანუელმა გამოასალმა სიცოცხლეს ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი – მანუელ ისიდორო ბელსუ.ვალენსიას მიერ დამკვიდრებულმა სასტიკმა მმართველობის ფორმამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია რიგი ცივილიზებული ქვეყნების უმაღლეს ხელისუფლებებში.მის წინააღმდეგ განსაკუთრებული კრიტიკით გამოვიდა გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება,რამაც იმდენად აღაშფოთა ოდიოზი დიქტატორი,რომ მან სრული იგნორირება გაუკეთა დაწესებულ დიპლომატიურ ნორმებს: ბოლივიის პრეზიდენტის უშუალო ბრძანებით,გაერთაიენბული სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი მალგერახოს ქვეშევრდომებმა ვირზე შესვეს და ასეთი დამამცირებელი და გაუგონარი მეთოდით გაისტუმრეს ქვეყნის დედაქალაქ ლა-პასიდან ბუენოს-აირესში (არგენტინა).როდესაც აღნიშნული ინფორმაცია გაერთაინებული სამეფოს დედოფალს – ვიქტორიას აცნობეს,განრისხებულმა ბრძანა,რომ საპასუხოდ ბოლივიის მრავალეროვანი რესპუბლიკა ქვეყანაში არსებული ყველა რუკიდან წაეშალათ.
საბოლოო ჯამში,ბოლივიელი დიქტატორი პრეზიდენტის სასტიკი რეჟიმი დამხობილი იქნა 1871 წლის 15 იანვარს ბოლივიელი გენერლისა და ქვეყნის შემდგომი პრეზიდენტის – აგუსტინ მორალესის მიერ.ბოლივიიდან პერუში გაქცეული მალგერახო კი საკუთარი საყვარელი ქალის ძმამ მოკლა იმავე წლის 23 ნოემბერს. (ავტორი გენია.ჯი)