ჟან ანრი დიუნანი – “ეპიზოდი”
1863 წელს შვეიცარიის ულამაზეს ქალაქ ჟენევაში დაარსებული “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ფუძემდებელი – ჟან ანრი დიუნანი (1828-1910 წლები) პირველი ადამიანი გახლდათ ისტორიაში (1901 წელი) ფრანგ პლიტიკურ მოღვაწესთან – ფრედერიკ პაასისთან ერთად,რომელსაც გადაეცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – “ნობელის პრემია”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ აღნიშნული პრემია დიუნანს იმ პერიოდში გადასცეს,როდესაც იგი შვეიცარიის ქალაქ ჰეიდენის ღატაკთა თავშესაფარში ცხოვრობდა.აღნიშნულ თავშესაფარში ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი უკიდურესი სიღატაკისა და რიგი ავადმყოფობების გამოისობით მოხვდა.მდიდარ ოჯახში დაბადებულმა დიუნანმა 25 წლის ასაკში საფრანგეთის კოლონიურ ქვეყანაში ალჟირში რამდენიმე მიწის ნაკვეთი იყიდა და უზარმაზარი მოგებაც ნახა (მილიონი ფრანგული ფრანკი).მოგვიანებით იგი იმდენად გაიტაცა “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ჰუმანიტარულმა მოღვაწეობამ,რომ ალჟირში წარმოებულ ბიზნეს სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია და გაბანკროტდა. (ავტორი გენია.ჯი) ამას თან დაერთო ისიც,რომ სასამართლომ დიუნანს ფინანსურ მაქინაციებში დასდო ბრალი.შესაბამისად,როგორც ხდება ხოლმე – ჟან ანრი დიუნანს ყველამ ზურგი აქცია,მათ შორის ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ და მისივე დაფუძნებულმა “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც”. 1887 წელს,ათწლიანი უმძიმესი სოციალური სიდუხჭირით განაწამები დიუნანი ჰეიდენის ღატაკთა თავშესაფარში გადაბარგდა.იქ ცხოვრებიდან სამი წლის გასვლის შემდგომ,ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ყველასაგან მიტოვებული და მივიწყებული დიუნანის შესახებ სტატია გამოაქვეყნა გაზეთში,სადაც ხაზი გაუსვა მის უმძიმეს მდგომარეობას.სწორედ ამის შემდგომ შემოტრიალდა მისკენ – “სამყარო”.მათ შორის “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც”.უბრალო მოქალაქეებმა დაიწყეს ტანისამოსისა და საკვების შეგროვება,რათა ისინი ღატაკთა თავშესაფარში მყოფი დიუნანისათვის გადაეგზავნათ.”წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა” დიუნანი ორგანიზაციის საპატიო წევრად აირჩია. 1901 წელს კი “ნობელის პრემიაც” მიენიჭა.მიუხედავად ამისა,ჟან ანრი დიუნანს მაინც არ დაუტოვებია ჰეიდენის ღატაკთა თავშესაფარი და იქვე აღესრულა 1910 წლის 30 ოქტომბერს.მისი ანდერძის თანახმად,დიუნანი ყოველგვარი ცერემონიების გარეშე იქნა დაკრძალული. (ავტორი გენია.ჯი)