ნილ არმსტრონგი – “ეპიზოდი”
NASA-ს ამერიკელმა ასრონავტმა მფრინავმა და ავიაციის ინჟინერმა – ნილ არმსტრონგმა (1930-2012 წლები) მთვარეზე პირველად ფეხის დადგისას (1969 წლის 21 ივლისს) გაკეთებული საყოველთაოდ ცნობილი განცხადების გარდა,თვისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა: “წარმატებები,მისტერ გორსკი!”
არმსტრონგის აღნიშნულმა სიტყვებმა NASA-ს მართვის ცენტრში დიდი გაოცება გამოიწვია.მათ ივარაუდეს,რომ ნილმა თავისი სიტყვებით აშშ-ისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის – საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი კოსმონავტი გამოიწვია.მიუხედავად ჩატარებული კვლევებისა, NASA-მ საბჭოთა კოსმონავტებს შორის ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი გორსკის გვარის მქონე კოსმონავტი.მთვარიდან დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ,არმსტრონგს მრავალი წლის განმავლობაში ეკითხებოდნენ,რას ნიშნავდა მის მიერ მთვარეზე გაკეთებული უცნაური განცხადება,თუმცა ნილი ცნობისმოყვარე ჟურნალისტების შეკითხვებს მუდმივად მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით პასუხობდა… შესაბამისად,არმსტონგის მიერ მთვარეზე წარმოთქმული სიტყვა: “წარმატებები,მისტერ გორსკი! – კვლავაც გაუშიფრავი რჩებოდა.
1995 წლის 5 ივლის ქალაქ ტამპა-ბეიში ჩატარებული პრეს-კონფერენციის დროს,ჟურნალისტებმა არმსტრონგს კვლავაც ანალოგიური შეკითხვა დაუსვეს. (ავტორი გენია.ჯი) ყველასათვის მოულოდნელად,ნილმა განაცხადა,რომ რადგანაც მისტერ და მისის გორსკები უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ,დასმულ შეკითხვას სრული სერიოზულობით გასცემდა პასუხს, და გასცა კიდეც:
“ერთხელ გვიან ღამით ბავშვები სახლთან ახლოს ბეისბოლს ვთამაშობდით.რამდენიმე ხნის შემდეგ ბურთი იმ მიწის ნაკვეთზე გადაგვივარდა,სადაც ჩვენი მეზობლები – მისტერ და მისის გორსკები ცხოვრობდნენ.ისინი მეტად სკანდალური ადამიანები იყვნენ.მუდმივად უყვიროდნენ და ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს.მათი ურთიერთობიდან გამომდინარე ალბათ,ადვილი წარმოსადგენი იქნება თუ რა დამოკიდებულება ექნებოდათ სხვებთან მიმართებაში.სწორედ ამიტომ ვარაუდობდით,რომ მათ მეზობლის ბავშვებიც ეძულებოდათ.მიუხედავად ამისა,ბეისბოლის ბურთი მათი ეზოდან მაინც უნდა გამოგვეტანა.როგორც ყველაზე მამაცი,გორსკების ეზოში ბავშვებმა მე შემაგზავნეს.როდესაც მათ სახლს მივუახლოვდი,მოულოდნელად ფანჯრიდან ჩხუბის ხმა შემომესმა.ცოლმა ქმარს მთელი ხმით შეჰყვირა: “ორალური სექსი? ესე იგი ორალური სექსი გინდა?! შენ მას მხოლოდ მაშინ მიიღებ,როდესაც რომელიმე ჩვენი მეზობელი ბავშვი მთვარეზე დაიწყებს სიარულს!” – და მართლაც,რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ არმსტრონგმა მთვარის ზედაპირზე გაიარა… (ავტორი გენია.ჯი)
ნილ არმსტრონგი