როგორ გახდა უელსის ეროვნული სიმბოლო – პრასი?!
გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ისტორიული პროივინციის – უელსის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებულია შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე – პრასი. (ავტორი გენია.ჯი) უძველესი ლეგენდის თანახმად,კათოლიკური,ანგლიკანური და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილმა უელსის მფარველმა – დავით უელსელმა (დაახლოებით 500-601 წლები) უელსელებსა და საქსონებს შორის გასამართი ერთ-ერთი ბრძოლის წინ,რომელიც თავის მხრივ იმ მინდორზე იქნა გამართული,სადაც ხახვი იყო დათესილი,თანამემამულე მეომრებს მოუწოდა,რომ ჩაფხუტებზე ზემოაღნიშნული მცენარე – პრასი დაემაგრებინათ,რათა უკეთ გაერჩიათ მტერ-მოყვარე ერთმანეთისაგან ბრძოლის მიმდინარეობისას.უელსურმა არმიამ დავით უელსელის მოწოდება ყურად იღო და საქსონების წინააღმდეგ ბრწყინვალე გამარჯვებასაც მიაღწიეს.მოგვიანებით, XIV საუკუნეში უელსელი მშვილდოსნების სიმბოლოდ პრასის – მწვანე და თეთრი ფერები იქცა.ყოველივე ამის შემდგომ კი,პრასი უელსელთათვის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა და სხვადასხვა ჰერალდიკურ საშუალებებზეც (მათ შორის გერბზეც) დაიწყეს მათი გამოსახვა.დღესდღეობით,უელსელები თავიანთი მფარველი წმინდანის – დავით უელსელის ხსენების დღეს ყოველი წლის 1 მარტს აღნიშნავენ,რა დროსაც შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის – პრასის ფურცლებს თავიანთ ტანისამოსებზე ამაგრებენ. (ავტორი გენია.ჯი)
დავით უელსელი
პრასი