ჯორჯ ევერესტი – “ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ჰიმალაის მთებში არსებულ მსოფლიოს უმაღლეს მთას 8 848 მეტრიანი პიკით – ევერესტს უწოდებენ.ცნობილია ისიც,რომ სანამ ჯომოლუნგმას (ევერესტის მეორე სახელწოდება) დღეისათვის არსებულ სახელს დაარქმევდნენ,მოიხსენიებდნენ,როგორც – “პიკი XV”. (ავტორი გენია.ჯი) 1856 წელს ბრიტანეთის ინდოეთის გეოდეზიური სამსახურის ხელმძღვანელმა – ენდრიუ სკოტ ვომ წამოაყენა წინადადება – “პიკი XV”-ს დიდი ინგლისელი გეოგრაფის,გეოდეზისტისა და ბრიტანეთის ინდოეთის გეოდეზიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის – ჯორჯ ევერესტის (1790-1866 წლები) პატივსაცემად – “ევერესტის” სახელი მინიჭებოდა.მიუხედავად ესოდენ დიდი პატივისა,ჯორჯი ვოს მიერ წამოყენებულმა წინადადებამ არა მხოლოდ გააოცა,არამედ პროტესტის გრძნობაც კი გაუჩინა.მან არაერთხელ აღიარა საჯაროდ,რომ “პიკი XV”-ის კვლევისა და შესწავლის საქმეში არანაირი წვლილი არ ჰქონდა შეტანილი.აქვე გასათვალისწინებელია ისიც,რომ,მაშინ,როდესაც ჯორჯ ევერესტი ბრიტანეთის ინდოეთის გეოდეზიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა 1830-1843 წლებში,”ევერესტის” ზუსტი სიმაღლეც კი არ იყო დადგენილი (ჯომოლუნგმას სიმაღლე დადგენილი იქნა 1852 წელს ბენგალური წარმომავლობის მქონე ინდოელი მათემატიკოსის – რადჰანატ სიკდარის მიერ).შესაბამისად,მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი მისი სახელის მატარებელი არ უნდა ყოფილიყო.ჯორჯ ევერესტის პროტესტი გათვალისწინებული არ იქნა და ენდრიუ ვოს მიერ წამოყენებულ წინადადებას მსოფლიო საერთაშორისო გეოგრაფიულმა საზოგაოდებებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.მას შემდგომ,”პიკი XV”-ს სახელი შეუცვალეს და “ევერესტი” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)

ევერესტი

რადჰანად სიკდარი (1813-1870 წლები)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>