ფრაზეოლოგია “იაპონელების” შესახებ…
1. “იაპონელები თავს განსაკუთრებულ ერად თვლიან: თქვენ ან დაიბადეთ იაპონელად და, ამდენად,ამ მაგიურ წრეს ეკუთვნით,ან – არა”. – (ავტორი გენია.ჯი)
2. “იმისათვის,რომ გაუგო იაპონელს,აუცილებელია იაპონურად იაზროვნო”.
3. “იაპონიის ახლანდელი პოზიცია მომავალში მისი ქცევის ინდიკატორია”.
4. “თუ იაპონელებს თავიანთი წარსულის რცხვენიათ,მისი გამეორება ნაკლებად მოსალოდნელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
5. “იაპონელთა საქმიანობაში სიამაყე და პროფესიაში სხვების ჯობნის სურვილი შრომის მაღალ ნაყოფიერებას განაპირობებს,საქონლის წარმოებაში კი თითქმის ნულოვანი წუნის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა”.
6. ”იაპონელების წარმატების საიდუმლო მდგომარეობს იმაში,რომ ისინი მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ კი არ აბარებენ ანგარიშებს,არამედ – მუშაობენ”.
7. “იაპოენელებს ვერ იყიდი.ისინი იაპონელები არიან და არა ამერიკელები”.
8. “იაპონელები ძალიან ფრთხილები არიან,როცა საქმე მათი საკუთარი ტექნოლოგიის გადაცემას ეხება”.
9. “იაპონელი ოსტატი მასალას უყურებს არა როგორც ბატონი მონას,არამედ,როგორც მამაკაცი ქალს,რომლისგანაც სურს ისეთივე ბავშვი ჰყავდეს,როგორიც თავადაა”.
10. “იაპონელებს ღრმად აქვთ გამჯდარი სრულყოფილებისა და შესაძლებლობების ზღვარის მიღწევის ჩვევა ყველაფერში,რასაც აკეთებენ,იქნება ეს თაიგულების შექმნა,ხმლების დამზადება თუ ომის წარმოება”. – (ავტორი გენია.ჯი)