სერ სტენლი მეთიუზი – “ეპიზოდი”
გარემარბის პოზიციაზე მოთამაშე ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისელმა ფეხბურთელმა – სტენლი მეთიუზმა (1915-2000 წლები),თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 700-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. (ავტორი გენია.ჯი) გასაოცარია,თუმცა ფაქტია,რომ მიუხედავად ესოდენ მრავალრიცხოვანი მატჩებისა,ჯელტმენური თვისებებით სახელგანთქმულ ფეხბურთელს თავისი კარიერის მანძილზე არა მხოლოდ არც ერთი წითელი ბარათი არ მიუღია,არამედ ერთხელაც კი არ გაუფრთხილებიათ არბიტრებს.სტენლი 1948 და 1963 წლებში დასახელებული იქნა საუკეთესო ინგლისელ ფეხბურთელად.გარდა ამისა,მეთიუზი გახლდათ ის პირველი ფეხბურთელი,რომელსაც Frane Football-ის მიერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისათვის დაწესებული ჯილდო – “ოქროს ბურთი” გადაეცა. 1965 წლის 6 თებერვალს,ხუთი დღით ადრე,ვიდრე იგი 50 წლის გახდებოდა,სტენლი მეთიუზმა “სტოკ სიტის” შემადგენლობაში თავისი უკანასკნელი (გამოსამშვიდობებელი) ოფიციალური მატჩი ჩაატარა “ფულემის” წინააღმდეგ (3 : 1 გამარჯვა სტოკმა).მატჩის დასრულებისთანავე გაერთანებული სამეფოს დედოფალმა – ელისაბედ II-მ სტენლი მეთიუზს – “რაინდის” წოდება მიანიჭა.ეს კი,თავის მხრივ პირველი შემთხვევა გახლდათ ისტორიაში,რადგან მანამდე არც ერთი ფეხბურთელი “რაინდის” ტიტულის მატარებელი არ ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი)