ჯონათან სვიფტის “ბოროტი ხუმრობა”…
1708 წელს ინგლისში საზოგადოებრივი სიმშვიდის დამრღვევი ადამიანი,ვინმე – ისააკ ბაიკერსტაფი გამოჩნდა.როგორც მოგვიანჯებით გაირკვა,აღნიშნული სახელისა და გვარის უკან დიდი ირლანდიელი მწერალი და ფანტასტიკური ტეტრალოგიის – “გულივერის თავგადასავლების” ავტორი – ჯონათან სვიფტი (1667-1745 წლები) იმალებოდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ასტროლოგი – ჯონ პეტრიჯი.იგი ყოველწლიურად გამოსცემდა ალმანახებს,რომლებიც გაჯერებული გახლდათ ცრუ და ზოგჯერ გიჟური წინასწარმეტყველებებითაც კი.მიუხედავად ამისა,გულუბრყვილო ინგლისელი საზოგადოება მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პეტრიჯის მისტიკურ წინასწარმეტყველებებს,საიდანაც საკმაოდ სარფიან შემოსავლებს იღებდა ავტორი.ჯონათანი იმთავითვე უარყოფითად იყო განწყობილი ჯონის ცრუ წინასწარმეტყველების მიმართ,რის გამოც გადაწყვიტა გაბითურებული ინგლისელი საზოგადოებისათვის,”ბოროტი ხუმრობით” ეძია მასზე შური. 1708 წელს ლონდონში,მწერლის – ისააკ ბაიკერსტაფის სახელით გამოქვეყნდა წერილი,სადაც ნაწინასწარმეტყველები იყო,რომ იმავე წლის პირველ აპრილს საშინელი ციებ-ცხელების შედეგად გარდაიცვლებოდა “სახელოვანი” ინგლისელი ასტროლოგი – ჯონ პეტრიჯი. (ავტორი გენია.ჯი) მალევე სვიფტმა,თითქოს იგი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ყოფილიყო,გამოაქვეყნა მეორე წერილიც,სადაც დაადასტურა ბაიკერსტაფის ნაწინასწარმეტყველები და ღრმა მწუხარება გამოთქვა ჯონ პეტრიჯის გარდაცვალების გამო.სვიფტმა თავის მესამე წერილში ლექსის სახით გამოაქვეყნა პეტრიჯისადმი მიძღვნილი ეპიტაფია,რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: “ხუთი ფუტის სიღრმეზე მიწაში ზურგით წევს იგი”…
ისააკ ბაიკერსტაფის ფსევდონიმით გამოქვეყნებულმა წერილებმა ლონდონელ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.მათ მართლაც ირწმუნეს,რომ თავიანთი საყვარელი ასტროლოგი გარდაიცვალა.სწორედ ამის შემდგომ იქცა ცრუ წინასწარმეტყველის – ჯონ პეტრიჯის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად: მისი სახლის წინ გვიან ღამით რამდენჯერმე გამოჩნდა ხალხის ნაკადი,რომლებიც ენით აუწერელი მწუხარებით გლოვობდნენ პეტრიჯს.ძილგატეხილი ასტროლოგისათვის ძალიან რთულად გადასატანი გახლდათ საკუთარი სახლის წინ ხმამაღლა მოტირალი ხალხის ხმის გაგონება.გარდა ამისა,ჯონის სახლში გაიგზავნა უამრავი სამძიმრის წერილი; ყვავილების მაღაზიებმა მასთან ბინაში დიდი გვირგვინებიც გაგზავნეს; თუმცა მისი აღშფოთება მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა,რაც რამდენიმე ლონდონურმა დამკრძალავმა ბიურომ პეტრიჯის სახლში “საჩუქრის” სახით გაგზავნა ძვირფასი კუბოები… (ავტორი გენია.ჯი) ცრუ წინასწარმეტყველი იძულებული გახდა ოფიციალური განცხადება გამოექვეყნებინა იმის შესახებ,რომ მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია – ჭორი იყო და თავს სრულიად საღ-სალამათად გრძნობდა.მალევე,ლონდონში კვლავაც გამოქვეყნდა ისააკ ბაიკერსტაფის წერილი,სადაც აღნიშნული იყო,რომ პეტრიჯის სახელით გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება გაყალბებული იყო და თავად ამის გამო დიდ შეშფოთებას გამოხატავდა.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ჯონათან სვიფტის “ბოროტმა ხუმრობამ” ინგლისელ ასტროლოგს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად უქცია.თუმცა,მიუხედავად ამისა,ჯონ პეტრიჯს თავისი ყოვილწლიური ალმანახების გამოქვეყნებაზე უარი მაინც არ უთქვამს. (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ პეტრიჯი