გურამ პეტრიაშვილი – “ძველისძველი ფარანი”

როდესაც ღამით მიდიხარ ბნელში

და სადღაც იქით დატოვებ მარანს,

უცებ იპოვი გზაზე დაგდებულს

და ოდნავ მბჟუტავს ძველისძველ ფარანს.

* * *

აიღებ ფრთხილად,მკერდში ჩაიკრავ

და გაგითბება სინათლით გული

და ატირდები,რადგანაც იგრძნობ,

უბრალო სევდაც რომ არის რთული.

* * *

მოგეჩვენება,რომ თვითონა ხარ

თან ეს ფარანი და თან სანთელი,

წახვალ და უკან აგედევნება

დიდ ფარვანათა კორიანტელი.

კომენტარის დატოვება