ართურ კონან დოილი – “ეპიზოდი”

დიდმა შოტლანდიელმა მწერალმა და მრავალი სათავგადასავლო, სამეცნიერო-ფანტასტიკური და ისტორიული ჟანრების ლიტერატურული ქმნილებების ავტორმა - სერ ართურ იგნატიუს კონან დოილმა (1859-1930 წლები), პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის შუაგულ პერიოდში (1914 წელი) მძაფრი სურვილი გამოთქვა თავისი ქვეყნის ინტერესები დაეცვა და სხვათა მსგავსად, მოხალისედ ისიც ფრონტზე გაეგზავნათ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება, რომ იმ პერიოდისათვის სახელოვანი მწერალი 55 წლის ასაკში იმყოფებოდა, რაც მისი ფრონტზე გაწვევის პერსპექტივას ძალიან ამცირებდა. მიუხედავად ამისა, ართური ფრონტზე გაწვევის ერთ-ერთ პუნქტში მაინც გამოცხადდა და იქ შემდეგი სახის წერილობითი განმარტება გააკეთა:

„ვფიქრობ, რომ ჩემი სახელი ახალგაზრდა თანამემამულე ჯარისკაცებს შორის კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, თუკი მოხალისედ გამიშვებთ, ეს მათ კარგ მაგალითს მისცემს… მე 55 წლის ასაკში ვარ, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ ძალიან ძლიერი და ამტანი გახლავართ…”

მიუხედავად ართურ კონან დოილის დიდი სურვილისა და ავტორიტეტისა, მას რეგულარულ არმიაში სამსახურზე და ზოგადად, ფრონტზე მოხალისედ გაგზავნაზე მაინც კატეგორიული უარი ეთქვა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პირველ მსოფლიო ომში დოილმა დაკარგა უახლოესი ადამიანები – შვილი, ძმა და ორი დისშვილი. აღნიშნულმა ტრაგედიებმა იგი იმდენად დიდ შოკში ჩააგდო, რომ ღრმად ჩაეფლო სპირიტიზმში (სპირიტიზმი აერთიანებს საკმაოდ განსხვავებულ თეორიებსა და პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც დაფუძნებულა იმ საერთო რწმენაზე, რომელთა მიხედვითაც ადამიანის განსაზღვრული ასპექტი (სამშვინელი, ან სული) ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას არაამქვეყნიურ სამყაროში, ხოლო ცოცხლებს გარდაცვლილებთან კონტაქტში შესვლა შეუძლიათ (ან პირიქით). – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>