ელისაბედ I – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,რუსეთის იმპერატრიცა – ელისაბედ I (1709-1762 წლები) არა მხოლოდ მასკარადების,მხიარულებისა და განცხრომის მოყვარული მონარქი იყო,არამედ ძვირადღირებული და მოდური კაბების ფანატიკური სიყვარულითაც გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი გარდერობი 15 000 გასაოცარი სილამაზის მქონე კაბისაგან შედგებოდა.ცნობილია ისიც,რომ თითოეული ბალ-მასკარადის მიმდინარეობისას,რომელიც ძალიან ხშირად იმართებოდა ელისაბედის მმართველობის დროს საიმპერატორო სასახლეში,იმპერატრიცა რამდენჯერმე იცვლიდა კაბებს, და ეს მაშინ,როდესაც ერთხელ ჩაცმულ კაბას იგი მეორეჯერ არასოდეს იცმევდა.ელისაბედ I-ის ფანატიკური სიყვარული გახლდათ მიზეზი იმ მეტად უცნაური კანონის მიღებისაც,რომელიც ყველა უცხოელ ვაჭარს,რომელთაც რუსეთის იმპერიაში სხვადასხვა სახეობის ძვირფასი ნაჭრები და კაბები შეჰქონდათ გასაყიდად,ავალდებულებდა პირველ რიგში ისინი ელისაბედისათვის წარედგინათ და შემდგომ ჩაეშვათ გაყიდვაში.რიგი ისტორიკოსების ცნობით,სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ელისაბედის გარდაცვალების შემდგომ რუსეთის იმპერიის ბიუჯეტს საკმაოდ დიდი ვალები დარჩა გასასტუმრებელი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>