კნუდ I დიდი – “ეპიზოდი”
დანიის,ინგლისის,შოტლანდიისა და ნორვეგიის მეფე – კნუდ I დიდი (995-1035 წლები) ერთობ ამაყი ხასიათით გამორჩეული მონარქი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად თავისი ამაყი ბუნებისა და განუსაზღვრელი ძალაუფლებისა,იგი კარგად ათვითცნობიერებდა იმას,რომ ბუნებრივ მოვლენებზე მისი ძალაუფლება არ ვრცელდებოდა.მეფის ქვეშევრდომები კი მონარქის გულის მოსაგებად,ფარისევლურად ათასგვარ ზებუნებრივ ძალას მიაწერდნენ მას. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა კნუდს ისიც უთხრა,რომ მას ზღვის დამორჩილებაშიც ვერაფერი დაუდგებოდა წინ.ლეგენდის თანახმად,ქვეშევრომთა სიყალბითა და პირფერობით თავმობეზრებულმა მეფემ ბრძანა თავისი ტახტი ზღვის სანაპირო ქვიშაზე მოქცევის ჟამს დაედგათ.აღნიშნულ ფაქტს კი მეფის ყველა ფარისევლურად მაქებარი ქვეშევრდომი დაასწრო.კნუდმა ზღვას მბრძანებლური კილოთი მიმართა:
“შენ – ჩემი სამფლობელოს განუყოფელი ნაწილი ხარ,ისევე როგორც ის მიწა,სადაც ახლა ჩემი ტახტი დევს, და არც ერთ ქმნილებას არ ძალუძს ჩემს მიერ გაცემულ ბრძანებას არ დაემორჩილოს..ამიტომ მე გიბრძანებ,ჩემს მიწაზე დადგმული ტახტი და შენი მბრძანებლის ტანისამოსი არ დაასველო”.
ზღვამ მოქცევა დაიწყო… ტალღები უფრო და უფრო გამეტებით იწევდნენ მეფის ტახტისაკენ და საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ტახტი დაუსველეს მეფეს,არამედ ტანისამოსიც.მაშინ კნუდ I-მა ალმაცერად ახედა თავის ფარისეველ ქვეშევრდომებს და ერთმნიშვნელოვნად მიუგო:
“ამქვეყნად ყველა სულიერმა უნდა უწყოდეს,რომ მეფის ძალაუფლება – არ გახლავთ აბსოლუტური, და მართლაც არავინ არის ღირსი იწოდოს ყოვლის მბრძანებელ მეფედ; ცა,ზღვა და მიწა არასოდეს ყოფილან მეფის მორჩილებაში და არც არასოდეს ცნობდნენ მეფის მიერ დაწესებულ კანონებს”. (ავტორი გენია.ჯი)