ლი კუან იუს პოლიტიკური ხედვები…
“გამოცდილება გვიჩვენებს,რომ მხოლოდ დემოკრატიას ხელეწიფება,უზრუნველყოს კარგი მთავრობის დარჩენა ხელისუფლებაში დიდი ხნით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საზოგადოებამ ჯერ განათლებისა და ეკონომიკური განვითარების უმაღლეს დონეს უნდა მიაღწიოს,მნიშვნელოვანი საშუალო ფენა უნდა ჩამოაყალიბოს და ადამიანების ცხოვრება იქ აღარ უნდა იყოს მარტოოდენ სიცოცხლის გადარჩენისათვის ბრძოლა.მხოლოდ ამის მერეღა შეძლებს საზოგადოება დემოკრატიული სისტემით სარგებლობას”.
* * *
“თავისუფლება მხოლოდ იმ სახელმწიფოებშია შესაძლებელი,სადაც წესრიგი სუფევს და არა ანარქია და გაუთავებელი დაპირისპირება საზოგადოების შიგნით”.
* * *
“ადამიანებს უნდა ესმოდეთ მორალური განსხვავება ბოროტსა და კეთილს შორის.ბოროტება არსებობს, და ადამიანები ბოროტები იმიტომ არ არიან,რომ საზოგადოებას ეწირებიან მსხვერპლად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ისტორია გვასწავლის,რომ ლიბერალური დემოკრატიის განვითარების პირობა ეკონომიკური განვითარების გარკვეული დონე,მოსახლეობის განათლებულობა,მზარდი საშუალო კლასი და ის პოლიტიკური ინსტიტუტებია,რომლებიც სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფენ.საამისოდ საჭიროა აგრეთვე საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების არსებობა,რომელიც განსხვავებული და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანებს თანამშრომლიბისთვის განაწყობს”.
* * *
“დემოკრატია მხოლოდ იქ მუშაობს,სადაც ხალხის კულტურა ურთიერთშემწყნარებლობაზე და ერთმანეთთან შეგუებაზეა დაფუძნებული,რაც უმცირესობას აიძულებს,ცნოს უმრავლესობის უფლება,თავისებურად მართოს სახელმწიფო შემდგომ არჩევნებამდე და მოთმინებით დაელოდოს თავის რიგს,როდესაც თვითონ შეძლებს მოსვლას ხელისუფლებაში,თუ მანამდე ამომრჩეველთა უმრავლესობას დაარწმუნებს,რომ მის შეხედულებებს უნდა დაუჭიროს მხარი.ხალხები თავად გამოიმუშავებენ საკუთარ,მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ,მათივე კულტურისა და ტრადიციების შესატყვის მმართველობის ფორმას”.
* * *
“თანამედროვე ტექნოლოგიამ მსოფლიო ერთ დიდ სოფლად აქცია,ხალხი ყველგან რეალურ რეჟიმში ადევნებს თვალს ტელევიზიით მთავრობათა მიერ ჩადენილ დანაშაულებს.ყველა ხალხსა და მთავრობას უნდა,სხვა ხალხები და მთავრობები პატივს სცემდნენ და ამიტომ ყველა იძულებულია,ისე შეიცვალოს,რომ მის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს”.
* * *
“რაც უფრო მეტად ძლიერდები,მით უფრო ნაკლებად იხრები წელში თავის დაკვრისას”. – (ავტორი გენია.ჯი)