“დიპლომატიური კაზუსი”
2002 წელს ესპანეთის სამეფოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ირანის ისლამური რესპუბლიკის რიგით მეხუთე პრეზიდენტი 1997-2005 წლებში – მოჰამედ ხათამი.ესპანეთის სამეფო კარმა ესოდენ მაღალი რანგის სტუმრისადმი პატივსაცემად შესანიშნავი “საზეიმო ვახშამი” გამართა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მასპინძლებმა ვერ გაითვალისწინეს ის გარემოება,რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ღრმად მორწმუნე მეთაური ალკოჰოლური სასმელისაგან საკმაოდ შორს იდგა.ის იყო,ორი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები სუფრას უნდა შემოსხდომოდნენ,რომ მოჰამედმა ალკოჰოლური სასმელებით დამშვენებული სუფრის დანახვისთანავე უარი განაცხადა ესპანეთის სამეფო კარის მიერ მისთვის სპეციალურად გამართულ ვახშამზე დასწრებაზე.მიუხედავად იმისა,რომ ესპანელებმა კარგად გაიგეს სტუმრის უარის თქმის მიზეზი,მათ ალკოჰოლური სასმელების სუფრიდან აღება მაინც არ ისურვეს.შედეგად – “საზეიმო ვახშამი” ჩაიშალა.საბედნიეროდ,ამ უცნაურ “დიპლომატიურ კაზუსს” ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბზარი არ გაუჩენია. (ავტორი გენია.ჯი)