ლეონიდ უტიოსოვი – “ეპიზოდი”
ერთხელ ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი საბჭოთა ესტრადის მსახიობი,მომღერალი და დირიჟორი – ლეონიდ უტიოსოვი (1895-1982 წლები) ტრამვაით მგზავრობის დროს გულამოკვნესით მოტირალ მოზარდ გოგონას გადააწყდა. (ავტორი გენია.ჯი) მასზე ნანახმა ადამიანურად ძალიან იმოქმედა და დაინტერესდა გოგონას ტირილის მიზეზით.მალევე ლეონიდმა გაარკვია,რომ მოზარდს ტრამვაიში ასვლისას საფულე მოპარეს.
- თუ შეიძლება,მითხარით,რა რაოდენობის ფული გედოთ საფულეში? – თავაზიანად ჰკითხა ლეონიდმა.
- სულ რაღაც ოცი კაპიკი. – უპასუხა გოგონამ.
ლეიზერ ვაისბეინმა (უტიოსოვის ნამდვილი სახელი და გვარი) ჯიბიდან ოცი კაპიკი ამოიღო და დაზარალებულ მოზარდს გაუწოდა.მან რამდენიმე ხნით ტირილი შეწყვიტა,თუმცა მალევე კვლავაც ატირდა.მოულოდნელად გოგონამ მსახიობს მკლავში ხელი ჩასჭიდა და ჩუმად,თხოვნით მიმართა:
- თუ შეიძლება,ფულთან ერთად საფულეც დამიბრუნეთ! - როგორც აღმოჩნდა,გოგონამ მისი საფულის მომპარავად სწორედ ლეონიდ უტიოსოვი მიიჩნია. (ავტორი გენია.ჯი)