ყვითელი ფერი – “ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ევროპაში ადამიანის თვალით აღქმული მინიმალური სიხშირის მქონე – “ყვითელი ფერი” – ლაჩრობასთან,უღირსობასთან და ღალატთან სიმბოლიზირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში,ოდესღაც – ოქროსთან,მზესთან,ოპტიმიზმთან და სიამოვნებასთან ასოცირებული – ყვითელი ფერი – საზოგადოებისაგან გარიყული და დამნაშავე ადამიანების სიმბოლოდ იქცა… კიდევ უფრო მოგვიანებით კი – ავადმყოფებსა და ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანებთან გაასოცირდა.შესაბამისად,იმ პერიოდებში ყველა მაქსიმალურად ერიდებოდა ამ “უწყინარი” ფერის გამოყენებას (მხედველობაში არ მიიღება მხატვრები).მიუხედავად ზემოაღნიშნული წარმოდგენებისა, XX საუკუნის დასაწყისში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი იქნა,რომ ევროპელი საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სასურველი ფერი სწორედ ყვითელი გახლდათ,რამაც შემდგომში მისი რეაბილიტირებაც მოახდინა.ყვითელ ფერს კიდევ უფრო დიდი პრესტიჟი შესძინა იმანაც,რომ 1919 წლიდან ყველაზე სახელგანთქმული საგზაო ველორბოლის – “ტურ დე ფრანსის” ორგანიზატორებმა – ”ყვითელი ფერი”-ს მქონე მაისურების გადაცემა დაიწყეს ამავე ველორბოლის გამარჯვებულებზე.მიუხედავად ათწლეულების გასვლისა,ასეთი პრაქტიკა მას შემდგომ “ტურ დე ფრანსზე” გადახედვას არ დაქვემდებარებია. (ავტორი გენია.ჯი)