სალონიკი – “ეპიზოდი”
საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი – სალონიკი,სადაც 2007 წლის მონაცემების თანახმად,აგლომერაციის ჩათვლით 1 104 460 ადამიანი ცხოვრობს,დაარსებული იქნა მაკედონიის მეფის კასანდრეს (ძვ.წ.აღ-ით 355-297 წლები) მიერ ძვ.წ.აღ-ით 315 წელს – 26 მცირე დასახლების გაერთანების შედეგად. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ მაკედონიის მეფემ ახლად დაარსებულ ქალაქს თავისივე მეუღლის – თესალონიკას (ძვ.წ.აღ-ით 342-295 წლები) სახელი უწოდა.თავის მხრივ კი,თესალონიკა ალექსანდრე მაკედონელის ნახევარ და გახლდათ.იგი ფილიპე II-სა და მისი თესალიელი საყვარელი ქალის – ნეკესიპოლიდის ქალიშვილს წარმოადგენდა.დიდი ხნის მანძილზე სალონიკს – თესალონიკად მოიხსენიებდნენ.ამავე სახელწოდებით მოიხსენიებდა მას დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი – სტრაბონიც.ძველი რომის ზეობის პერიოდში კი სალონიკს – თეტალონიკს უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
ქალაქ სალონიკის დამაარსებელი – კასანდრე
თესალონიკა