პაბლო პიკასო – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ესპანელი მხატვარი,გრაფიკოსი,სკულპტორი და კუბიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – პაბლო პიკასო (1881-1973 წლები) თავისი ცხოვრების განმავლობაში ორჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. (ავტორი გენია.ჯი) პირველად იგი დაქორწინებული გახლდათ (1918 წლის 18 ივნისიდან) უკრაინული წარმომავლობის მქონე ბალეტის მოცეკვავე რუს ქალზე – ოლგა ხოხლოვაზე.ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ კი 1961 წლის 13 მარტს – პიკასომ 79 წლის ასაკში მეორედაც იქორწინა.ამჯერად მისი რჩეული გახდა 34 წლის ქალი – ჟაკლინ როკი.საინტერესოა ის გარემოება,რომ პიკასოს პირველი ქორწინების პროცესი წარმართული იქნა პარიზში განთავსებულ “ალექსანდრე ნეველის” სახელობის რუსულ ტაძარში სრული მართლმადიდებლური ღვთისმსახურების დაცვით.პიკასოსა და ხოხლოვას ქორწინების საზეიმო ცერემონიას მეჯვარეებისა და მოწვეული სტუმრების რანგში დაესწრნენ ისეთი სახელოვანი პიროვნებები,როგორებიც იყვნენ ფრანგი პოეტი – გიიომ აპოლინერი,ფრანგი მწერალი – ჟან კოკტო,რუსი ხელოვნებათმცოდნე – სერგეი დიაგილევი,ამერიკელი მწერალი ქალი – გერტრუდ სტაინი და ფრანგი მხატვარი – ანრი მატისი. (ავტორი გენია.ჯი)