იცით თუ არა,რომ

1. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1587-1593 წლებში გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის – ტრირის სიახლოვეს მდებარე ოც სოფელში მაცხოვრებელი მანდილოსნებიდან ჯადოქრობასა და მაგიაში ბრალი დასდეს და კოცონზე დაწვეს 306 მათგანი.ასეთი საშინელი ეგზეკუციის შედეგად ორ სოფელში სულაც ორი მანდილოსანი გადარჩა ცოცხალი.

2. გენიალური ნიდერლანდელი მხატვარი და გრაფიკოსი – ვინსენტ ვილემ ვან გოგი თავის მიერ შექმნილ დიდებულ სურათებზე მხოლოდ საკუთარ სახელს აწერდა – “ვინსენტი”. – (ავტორი გენია.ჯი)

3. ნორვეგიის მეფის ოფიციალურ გერბზე დატანილია შემდეგი დევიზი: “ყველაფერი ნორვეგიისთვის”.

4. ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებზე მხატვრული ჭრის ხელოვნებას – გლიპტიკა ეწოდება.

5. საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე – 2 აპრილს აღინიშნება.სწორედ ამ დღეს დაიბადა დიდი დანიელი მეზღაპრე და პოეტი – ჰანს კრისტიან ანდერსენი.იგი დაარსებული იქნა 1967 წელს არაკომერციული ორგანიზაციის – “ბავშვთა და მოზარდთა ლიტერატურის საერთაშორისო საბჭოს” მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)

6. იაპონელ სკოლის მოსწავლეებს “ამომავალი მზის” ქვეყნის სკოლებში მარჯვენა ხელითაც ასწავლიან წერას და მარცხენა ხელითაც.

7. ევროპის მასშტაბით ყველაზე ხანგრძლივი შვებულებით ფინელები და იტალიელები სარგებლობენ.მათი შვებულება 9 კვირის განმავლობაში გრძელდება.

8. “ახალი მსოფლიოს” (XV საუკუნის ბოლოს ევროპელი პირველაღმომჩენების მიერ ძველი მსოფლიოს საწინააღმდეგოდ ამერიკის კონტინენტისათვის შერქმეული სახელი) აბორიგენი მოსახლეობა თამბაქოს – აპუკს უწოდებდა.

9. საათების წარმოების “მექაში” – შვეიცარიაში პირველი მაჯის საათი,რომელიც განკუთვნილი გახლდათ მანდილოსნისათვის,დამზადებული იქნა ლუქსის კლასის საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანიის – “Patek Philippe S.A.”-ს მიერ და იგი განკუთვნილი გახლდათ უნგრელი გრაფინია – კოზევიჩისათვის.

10. გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი,მათემატიკოსი,ასტრონომი და “მსოფლიო მიზიდულობის კანონის” ავტორი – ისააკ ნიუტონი 72 წლის ასაკში გახლდათ,როდესაც მის მიერ დაწერილი სამეცნიერო ნაშრომებისათვის წინასიტყვაობა დაწერა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>