ტაო იუანმინი

ტაო იუანმინი - დაიბადა 365 წელს ცზიანსის პროვნიციაში (ჩინეთი),არისტოკრატულ ოჯახში,რომელსაც შემდგომ დიდი ფინანსური პრობლემები შეექმნა,რის შედეგადაც ძალიან გაღარიბდა და ფაქტიურად ტაოს სიღარიბეში მოუწია გაზრდა.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ პოეტს და გენიალურ ოსტატს ძველი ჩინური პოეზიისა.მიუხედავად საკმაოდ დიდად დაჯილდოებული ინტელექტისა,იგი მუშაობდა დაბალ ბიუროკრატიულ თანამდებობებზე. (ავტორი გენია.ჯი) ორმოცი წლის ასაკში გარდაეცვალა ღვიძლი და,რამაც მის პირად ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა იქონია.ამ მოვლენისგან მიყენებული ტრამვა ტაოსათვის იმდენად დიდი იყო,რომ ცხოვრებაზე გული აიყარა.მიატოვა სამსახური,ჩამოცილდა ყველას და ყველაფერს და სოფელში გადასხალდა,სადაც სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.სრული ოცი წელი ტაო იუანმინმა სრულ მარტოობაში,გარე სამყაროსგან მოწყვეტილმა გაატარა და დაიწყო ლექსების წერა.მისმა შემოქმედებამ კი უდიდესი მოწონება ჰპოვა იმ პერიოდის ჩინეთში და მას XVI საუკუნეში უწოდეს “ფუძემდებელი ყველა პოეტი-განდეგილისა,უძველესი პერიოდიდან დრემდე”.მის შემოქმედებიდან 160-მდე ლექსია შემორჩენილი,რომელთა უმთავრესი მოტივი სამყაროსაგან წასვლა (მოწყვეტა) გახლდათ.ამ მოტივს პოეტმა მიუძღვნა ციკლი ლექსებისა,სახელწოდებით “დავუბრუნდი ბაღებს და მინდვრებს”.გარდა პოეზიისა იგი პროზაშიც აქტიურად იყო ჩართული და მის კალამს ეკუთვნის პროზაიკული ნაწარმოები “სახლში,ჩემთან”.მის მიერ ყველაზე გახმაურებულ და პოპულარულ პროზაიკულ ნაწარმოებად კი დღემდე მიჩნევა სრულყოფილი უტოპია ცხოვრებისა “ატმის წყარო”. (ავტორი გენია.ჯი) ტაო იუანმინი გარდაიცვალა 427 წელს.მისმა შემოქმედებამ კი უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი თაობების ჩინელ პოეტებსა და სრულიად ჩინურ პოეზიაზე.