მარლენ დიტრიხი – “ეპიზოდი”
ჰოლივუდში მოღვაწე ერთ-ერთმა უდიდესმა გერმანელმა მსახიობმა ქალმა – მარია მაგდალენა (მარლენ) დიტრიხმა,რომელმაც მიღებული ბარძაყის ტრამვის გამო თავისი ცხოვრების უკანასკნელი 13 წელიწადი საწოლზე მიჯაჭვულმა გაატარა,1992 წლის 6 მაისს თავის პარიზულ ბინაში ყოფნისას თავი შეუძლოდ იგრძნო და პირადი ექიმი გამოიძახა.ექიმმა იგი გასინჯა და აუწყა,რომ თუ მხედველობაში ბარძაყის ტრამვას არ მიიღებდნენ,დიტრიხი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ექიმის წასვლიდან რამდენიმე წუთში კი მარლენი თირკმლის მწვავე უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.მისი ცხედარი გადასვენებული იქნა პარიზში განთავსებულ მადლენის ეკლესიაში.მარლენის კუბოზე თავდაპირველად გადაფარებული იქნა საფრანგეთისა და აშშ-ის ეროვნული დროშები.ბერლინში გადასვენებული მარლენის კუბო კი გერმანიის ეროვნული დროშით დაფარეს.დიდი გერმანელი მსახიობი ქალის ხსოვნას არა მხოლოდ ბერლინში მიაგო პატივი ათასობით ადამიანმა,არამედ პარიზშიც.იგი დაკრძალული იქნა შტადტიშერ ფრიდჰოფ III-ის სასაფლაოზე,დედამისის – ვილჰემინა ელიზაბეთ იოზეფინა ფელზინგის გვერდით. (ავტორი გენია.ჯი)
მარლენ დიტრიხის საფლავი