კორიდა – “ეპიზოდი”
რომის რიგით 225-ე პაპი – პიუს V (1504-1572 წლები) ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმის – კორიდის მიმართ მეტად უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მან XVI საუკუნის შუა ნახევარში გამოსცა ედიქტი,რომლის მიხედვითაც კატეგორიულად იკრძალებოდა კორიდის გამართვა.იმათ კი,ვინც აღნიშნულ ედიქტში მითითებულ აკრძალვას დაარღვევდა,ეკლესიისაგან განკვეთით ემუქრებოდა.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,კორიდა იმთავითვე წარმოადგენდა ესპანელთათვის ყველაზე დამახასიათებელი უძველესი ტრადიციის ნაწილს და მას ესპანელთა უმრავლესობის მსგავსად დიდად გულშემატკივრობდა ესპანეთის მეფე – ფილიპე II-ც (1527-1598 წლები),რომელიც სხვათაშორის,ყოველგვარი სანახაობების მიმართ თავისი მკაცრი დამოკიდებულებით იყო გამორჩეული.ამიტომ მან გადაწყვიტა პიუს V-ეს მიერ გამოცემული ედიქტი რომის კურიაში გაეტანა განსახილველად.ფილიპეს უმნიშვნელოვანეს არგუმენტს წარმოადგენდა ის,რომ კორიდა ესპანელებში განსაკუთრებული გამბედაობისა და სიმამაცის გამომწვევი სანახაობა გახლდათ.შესაბამისად,იგი თავისი ერისათვის ეგზომ აუცილებელ და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ფილიპემ მოახერხა თავისი შეხედულებები კორიდის შესახებ თავზე მოეხვია არა მხოლოდ რომის კურიაზე,არამედ პიუს V-ზეც კი,რის შედეგადაც რომის პაპმა მის მიერ გამოცემული ედიქტი ოფიციალურად გააუქმა. (ავტორი გენია.ჯი)
პიუს V
ფილიპე II