პარაცელსუსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,აღორძინების ეპოქის სახელგანთქმული შვეიცარიელი ალქიმიკოსი,ექიმი,ოკულტისტი და ასტროლოგი – ფილიპუს ავრეოლუს თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოენჰაიმი (1493-1541 წლები),იგივე – პარაცელსუსი,ერთობ ამპარტავნული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა თავისი კოლეგა მედიკოსების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) მას არაერთხელ აღუნიშნავს,რომ “მის ფეხსაცმელს უფრო დიდი ფასი გააჩნდა სამედიცინო მეცნიერებაში,ვიდრე მისივე კოლეგა ექიმებს”.ცნობილია ისიც,რომ თავისი პატივმოყვარეობით შეპყრობილი პარაცელსუსის ცეხდარი ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში განთავსებული სასტუმროს – “თეთრი ცხენის” ერთ-ერთ ნომერში იქნა აღმოჩენილი.დიდი ხნის მანძილზე, 48 წლის ასაკში გარდაცვლილი შვეიცარიელი მეცნიერის სიკვდილი ბუნდოვანებით იყო მოცული.თუმცა,თანამედროვე კვლევების შედეგად დადგენილი იქნა მისი დაღუპვის რეალური მიზეზები.
1541 წელს პარაცელსუსი ზალცბურგში ადგილობრივმა ეპისკოპოსმა მიიწვია.მიწვევა მიღებული იქნა… სასტუმრო “თეთრ ცხენში” დაბინავებულ მეცნიერს კი მოულოდნელად სადილობის ჟამს მძარცველები დაესხნენ თავს,რა დროსაც იგი წუთისოფელს გამოასალმეს.საინტერესოა ის გარემოება,რომ,მძარცველები სპეციალურად ჰყავდათ დაქირავებული პარაცელსუსის მიმართ მტრულად განწყობილ კოლეგა ექიმებს,რომლებმაც სწორედ ასეთი ვერაგული ხერხით ჩამოიცილეს გზიდან კონკურენტი მედიკოსი. (ავტორი გენია.ჯი)