საჭადრაკო საათი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ თამაშში – ჭადრაკში,ფიგურის სვლისათვის საჭირო სააზროვნო ლიმიტის გამოყენება,რომელიც – საჭადრაკო საათის მეშვეობით განხორციელდა,პირველად დაფიქსირებული იქნა 1853 წელს ლონდონში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ დიდ გერმანელ მოჭადრაკეს – დანიელ ჰარვიცსა და XIX საუკუნის შუა პერიოდის მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარებულ – იოჰან იაკობ ლევენტალს შორის ლონდონში 1853 წელს გამართული საჭადრაკო დაპირისპირებისას გამოყენებული იქნა არა თანამედროვე სახის “საჭადრაკო საათი”,არამედ – “ქვიშის საათი”.თითოეულ მოთამაშეს ათ წუთიანი სააზროვნო ლიმიტი ჰქონდა დაწესებული სვლის გასაკეთებლად.იმ შემთხვევაში,თუკი რომელიმე მათგანი აღნიშნულ ლიმიტს დაარღვევდა – ჯარიმდებოდა.დღეისათვის ესოდენ ფართოდ გავრცელებული თანამედროვე სახის “საჭადრაკო საათი” კი პირველად გამოყენებული იქნა პარიზში – 1867 წლის 4 ივნისს. (ავტორი გენია.ჯი)
იოჰან იაკობ ლევენტალი
დანიელ ჰარვიცი