პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშე – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი დრამატურგისა და პუბლიცისტის – პიერ ოგიუსტენ კარონ დე ბომარშეს (1732-1799 წლები) ნამდვილი გვარი არა ბომარშე,არამედ – კარონი იყო. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ახალგაზრდა ასაკში მყოფმა პიერმა მასზე გაცილებით ასაკოვანი არისტოკრატის ქალი შეირთო ცოლად.ქორწინებიდან რამდენიმე ხანში მათ შორის ურთიერთობა ერთობ დაიძაბა.მალევე დრამატურგის მეუღლე გარდაიცვალა.კარონს კი ცოლისაგან არა მხოლოდ მის მფლობელობაში არსებული ქონება გადაეცა,არამედ გვარიც – ბომარშე (ერთ-ერთი ვერსიით,პიერმა გვარი – ბომარშე მეუღლის მფლობელობაში არსებული ულამაზესი ტყის – “მარშეს” სახელწოდების მიხედვით მიიღო).სწორედ ამიტომ დასდეს პიერს ბრალი მისმა არაკეთილმოსურნეებმა თითქოს მან საკუთარი მეუღლე მოწამლა.მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება,რასაც მისი შემდგომი ცხოვრებაც მოწმობს.

პოპულარული გამონათქვამის – “მე გაცილებით უკეთესი ვარ,ვიდრე ჩემი რეპუტაცია”, – ავტორს – პიერ ბომარშეს,მის მიერ 1778 წელს დაწერილი პიესა – “შეშლილი დღე,ანუ ფიგაროს ქორწინება” სენ-ლაზარის ციხის ტუსაღობად დაუჯდა.მას შემდეგ,რაც საფრანგეთის მეფე – ლუი XVI გაეცნო აღნიშნულ პიესას,მეტად მნიშვნელოვანი შინაარსის განცხადება გააკეთა: “თუ თანმიმდევრობას დავიცავთ და დავუშვებთ პიესის საჯაროდ დადგმას,მაშინ ბასტილიის დანგრევა გახდება საჭირო”. და მართლაც,”ფიგაროს ქორწინების” პრემიერიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში საფრანგეთში განხორციელებულმა რევოლუციამ ბასტილია მიწასთან გაასწორა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>