ეკატერინე მედიჩი – “ეპიზოდი”
XVI საუკუნეში ფრანგმა ჰუგენოტებმა თავიანთ მფლობელობაში მყოფ უზარმაზარ ქვემეხს,სახელად – “დედა-დედოფალი” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ინფორმაცია მელევე მივიდა საფრანგეთის დედოფლისა და “ბართლომეს სისხლიანი ღამის” ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის – ეკატერინე მარია რამოლა დი ლორენცო დე მედიჩის (1519-1589 წლები) ყურამდე.როგორც ცნობილია,კათოლიკე მედიჩი ჰუგენოტების დაუძინებელი მტერი იყო და ძალიან დაინტერესდა იმით,თუ რატომ უწოდეს მისმა მტრებმა თავიანთ ქვემეხს დედა-დედოფლის სახელი.აღნიშნული შეკითხვით,დედა-დედოფალმა თავის ქვეშევრდომებს მიმართა,თუმცა მათგან პასუხი არ ისმოდა.მოულოდნელად,ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა,დედოფალს მოურიდებლად მიუგო: “თქვენო უდიდებულესობავ,ჰუგენოტებმა თავიანთ უზარმაზარ ქვემეხს იმიტომ უწოდეს თქვენი სახელი,რომ სხვა ქვემეხებთან შედარებით მას ყველაზე დიდი კალიბრი აქვსო”. – ქვეშევრდომის დაუფიქრებელმა პასუხმა დამსწრე საზოგადოებაში დაძაბული დუმილი წარმოშვა,თუმცა,როგორც ამბობენ,სწორედ მაშინ გაუცინია პირველად საჯაროდ თავისი სასტიკი ბუნებითა და ინტრიგებით სახელგანთქმულ ეკატერინე მედიჩს. (ავტორი გენია.ჯი)